რევაზ გაჩეჩილაძე - ამერიკა ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ხდება

ერაყში განვითარებულ პროცესების მიზეზებზე, იმაზე, რამდენად შეძლებს ვაშინგტონი დაიყოლიოს ქურთები არ დაიშალოს ერაყის სახელმწიფო "ინტერპრესნიუსი" საქართველოს ყოფილ ელჩს ისრაელსა და სომხეთში, თსუ-ს პროფესორს, რევაზ გაჩეჩილაძეს ესაუბრა.

- ბატონო რევაზ, ერაყში ოფიციალური ბაღდადისათვის არასასურველად განვითარდა პროცესები. ერაყში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩავიდა. არაბული ქვეყნები ერაყში მიმდინარე პროცესებს კონფესიურ კონფლიქტად აფასებენ. სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირების ფონზე ქურთების ლიდერები ერაყისაგან გამოყოფასა და ცალკე სახელმწიფოს შექმნაზე საუბრობენ. ქურთული სახელმწიფოს თემა ახალი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, ერაყის სახელმწიფო რეალურად დგას დაშლის წინაშე, რაც ახლო აღმოსავლეთში ისედაც არეულ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებდა. ბაღდადი ვაშინგტონისაგან დახმარებას ითხოვს. თეთრი სახლი აშკარად არ ჩქარობს. არადა, ერაყი რეალურად იმყოფება დაშლის პირას. თქვენ როგორ შეაფასებდით ერაყში შექმნილ ვითარებას?

- შეუძლებელია მიმდინარე პროცესების შეფასება, თუ არ გავითვალისწინებთ ისტორიულ წინაპირობებს. ერაყის ტერიტორია დიდხანს იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. როდესაც 1920-იანი წლების დასაწყისში ამ ტერიტორიის მართვაზე მანდატი ერთა ლიგამ დიდ ბრიტანეთს გადასცა, ერთ სახელმწიფოში ფაქტობრივად ხელოვნურად გაერთიანდა ბაღდადის (უპირატესად სუნიტი მუსლიმებით დასახლებული), ბასრას (უპირატესად შიიტური) და მოსულის (ქურთებით, თურქმენებით, სუნიტი არაბები დასახლებული) ვილაიეთები. ერთიანი "ერაყული იდენტობის" შექმნა გაჭირდა.

1958 წლამდე ერაყში იყო მონარქია სუნიტური დინასტიით სათავეში. მონარქის ბრიტანელი მრჩევლები გარკვეულად აბალანსებდნენ ვითარებას. 1958 წელს კი ბაღდადში მონარქია დაამხეს და იქ დაიწყო სამხედრო გადატრიალებების ("რევოლუციების") სერია, როდესაც ყოველი მორიგი დიქტატორი სუნიტი ოფიცერი ხდებოდა. მათ შორის უკანასკნელი და ყველაზე მყარად დაფუძნებული აღმოჩნდა სადამ ჰუსეინი, რომელიც 1975-2003 წლებში რკინის ხელით მართავდა ერაყს. ერაყის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში დიდ უმრავლესობას სუნიტები წარმოადგენდნენ.

თუმცა, ჰუსეინის დროს მთავრობაში შიიტები და ქრისტიანებიც კი შეჰყავდათ, თუნდაც პროპაგანდისტული მიზნით. ამავე დროს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიიტი არაბი იყო, ხოლო თითქმის მეხუთედი - ქურთი. რეალური პოლიტიკური ვითარება ერაყში უსამართლო იყო არასუნიტი და ქურთული მოსახლეობის მიმართ. სადამ ჰუსეინი ნამდვილად იყო სასტიკი დიქტატორი და სამხედრო დამნაშავე. ვგულისხმობ მის მიერ ორგანიზებულ აგრესიას ირანის წინააღმდეგ, რაც 1980-1988 წლების სისხლისმღვრელ და დამანგრეველ ომში გადაიზარდა, და ქუვეითის ანექსიას 1990 წელს. მაგრამ, ერაყის რეჟიმი არ უქმნიდა საფრთხეს დასავლეთს. ის არ ახალისებდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს და "ალ-კაიდას", იქიდან არ მიდიოდნენ ტერორისტები ნიუ-იორკის "სავაჭრო ცენტრის" დასანგრევად - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების ორგანიზატორები საუდის არაბეთიდან და ეგვიპტიდან იყვნენ.

ამიტომაც ალოგიკური იყო 2003 წელს დასავლეთის ქვეყნების კოალიციის შეტევა ბაღდადზე. ბუნებაში არ არსებობდა ერაყის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმებისაგან შედგენილი "ბოროტების ღერძი", რისი გამოცხადებაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს, როგორც ჩანს, მისმა მრჩეველებმა უკარნახეს. სადამ ჰუსეინის ერაყი და ირანის შიიტური ხელისუფლება ერთმანეთის მტრები იყვნენ და არავითარ "ღერძს" არ ქმნიდნენ.

სადამ ჰუსეინის დამხობამ, ერაყის არმიის დაშლამ, მთელი სახელისუფლებო აპარატის დანგრევამ ქვეყანაში ხანგრძლივი ქაოსი წარმოქმნა.

ამერიკელებმა ლამის ტრილიონი დოლარი დახარჯეს ერაყის აღდგენაზე, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს კონფესიათაშორის (სექტარულ) დაპირისპირებას, რამაც ბევრად მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე სამხედრო მოქმედებებმა. ზედაპირზე გამოვიდა დაპირისპირება შიიტ და სუნიტ არაბებს, არაბებსა და ქურთებს, ქურთებსა და თურქმენებს შორის, რასაც ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმი სასტიკად ახშობდა.

ერაყის ძველი სუნიტური ელიტა, რომელიც 2004 წლიდან შიიტურმა შეცვალა, თავს დაჩაგრულად გრძნობს. ნური ალ-მალიქის მთავრობას ადგილზე და საზღვარგარეთაც ადანაშაულებენ მხოლოდ შიიტი არაბების წახალისებასა და მხარდაჭერაში და სუნიტების დევნაში. შექმნილი ვითარებით სარგებლობენ სუნიტი ისლამისტები და არა მარტო არაბები - "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" მუჯაჰედები, ანუ საღვთო ომის მონაწილეები. მათ მებრძოლთა შორის ჩრდილოკავკასიეელებიც არიან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებიც. ამ მებრძოლებმა სირიაში სამწლიანი სამოქალაქო ომის დროს დიდი გამოცდილება შეიძინეს. მცირერიცხოვანმა, მაგრამ მოტივირებულმა მუჯაჰიდებმა შეძლეს ერაყის ახალშექმნილი არმიის დიდი დანაყოფების დამარცხება და მოკლე დროში მრავალი ქალაქის დაპყრობა. ერთადერთი ვისაც ისინი ვერ უმკლავდებიან, ქურთების არმიაა.

ქურთებით დასახლებული ჩრდილოეთი ერაყი ქვეყნის ყველაზე მშვიდი რეგიონია. ერაყის ქურთისტანი სანახევროდ დამოუკიდებელია, ჰყავს საკუთარი მთავრობა, საკუთარი არმია, ერთადერთი არა ჰყავს საკუთარი დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ. თუმცა, მისი ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადება, არა მგონია, მალე მოხდეს.

- ექსპერტთა შეფასებით, ერაყის პრემიერი ალ-მალიქი იძულებული გახდება მიიღოს აშშ-ს მხრიდან დახმარებაზე ვაშინგტონის პირობები, მაგრამ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთების დამსახურების გათვა¬ლის¬წი¬ნებით, არავინ იცის, შეძლებს თუ არა ვაშინგტონი ქურთების ლიდერების იმაზე დაყოლიებას, რომ მათ უარი თქვან ერაყისაგან გამოყოფაზე. გავლენიანი რუსი ექსპერტების შეფასებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამერიკის "ერაყული თავისტკივილი" კრემლს ახარებს. თურქეთის პარლამენტართა აფხაზეთში სტუმრობის ფონზე არაა გამორიცხული, რომ თურქეთის ქურთების გააქტიურებაში მოსკოვის ხელიც ერიოს. თქვენი აზრით, განვითარებული პროცესების ფონზე შეძლებს აშშ ერაყში ვითარების განმუხტვას, ერაყის პრემიერ ალ-მალიქის მოლოდინების გამართლებას და ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტ მასუდ ბარზანის ამბიციების მოთოკვას?

- ბოლო შემთხვევაში ვაშინგტონი მარტო არ იქნება. საერთაშორისო საზოგადოებრიობა ერაყის ქურთისტანის მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ ცნობს და, რაც მთავარია, მეზობელი ქვეყნები - თურქეთი და ირანი - ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არიან. არა მგონია, მასუდ ბარზანი მხოლოდ ამბიციებს იყოს აყოლილი და რეალურ სიტუაციას არ ითვალისწინებდეს. ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ბაღდადში ოფიციალურად აღიარებული მთავრობა ზის, ერაყის ქურთისტანისგან მკვეთრ ნაბიჯებს არ უნდა ველოდეთ.

ეჭვგარეშეა, თითქმის ყველა საერთაშორისო გართულება, სადაც აშშ-ის ინტერესებია ჩართული, კრემლისათვის, რომელიც ლამის დაუფარავად მიიჩნევს თეთრ სახლს თავის ძირითად გეოპოლიტიკურ მეტოქედ, სიხარულის მომგვრელი უნდა იყოს. მაგრამ თქვენ კითხვაზე "მოსკოვის ხელზე თურქეთის ქურთთა გააქტიურებაში" პირდაპირი პასუხი არა მაქვს. აქ მოსკოვი ძალიან ფრთხილი იქნება და მისი "ხელის" დანახვა მხოლოდ ვარაუდით შეიძლება, ზედაპირზე კი მას ვერ დავინახავთ.

რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს: ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიქის ძალიან სჭირდება ამერიკელების დახმარება. რა არის "ამერიკული პირობები" ასეთ შემთხვევაში? როგორც ჩანს, მოთხოვნა, რომ მოხდეს ისეთი მთავრობის ფორმირება, რომელშიც იქნებიან სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები. ძნელია ამის გაკეთება ფაქტობრივი სამოქალაქო ომის პირობებში, როდესაც მუჯაჰედები დედაქალაქ ბაღდადიდან ასიოდე კილომეტრში აკონტროლებენ ქალაქებს, გზებს, უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მაგრამ ასეთი ნაბიჯის გარეშე ბაღდადი დახმარებას ვერ მიიღებს.

სამოქალაქო ომი ყოველთვის განსხვავდება გარეშე მტრის აგრესიისაგან: სამოქალაქო ომში ძნელია მტერ-მოყვარის გარჩევა. 18 ივნისს აშშ კონგრესში მოსმენისას შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს არა აქვთ საკმარისი სადაზვერვო მონაცემები საბრძოლო მოქმედების დასაწყებად და ამერიკელ მფრინავებს გაუჭირდებათ გაარკვიონ ვის უნდა შეუტიონ ჰაერიდან. "ცოტა რამ შეიძლება გაკეთდეს, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა, მას შემდეგ რაც ერაყის ხელისუფლებამ ასე გაუცრუა იმედი თავის ხალხს. ესაა პრობლემის არსი", - თქვა გენერალმა.

- თქვენი აზრით, სირიაში აშშ-სა და დასავლეთის მარცხის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ აისახება ერაყში განვითარებული პროცესები საერთაშორისო პოლიტიკაზე და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე?

- ვერ ვიტყოდი, რომ სირიაში აშშ-მა და ზოგადად დასავლეთმა პირდაპირი მარცხი განიცადეს. უფრო მგონია, რომ იქ ბოლომდე ვერ გაერკვნენ, თუ ვინაა მათთვის უფრო სასურველი გამარჯვებული სირიის სამოქალაქო ომში - დიქტატორი, მაგრამ სეკულარიზმის მომხრე ბაშარ ასადი თუ "ალ-კაიდასთან" დაკავშირებული ისლამისტი მებრძოლები, რომელთაც პრაქტიკულად განზე დატოვეს თავიდან დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პროდემოკრატიული ძალები. რუსეთმა კი თავიდანვე ასადის მხარე დაიჭირა.

მართალია, ყირიმის ანექსია ჯერჯერობით მოსკოვის ცალსახა გამარჯვებად აღიქმება, დასავლეთმა ამას ჯერჯერობით ნაკლებეფექტიანი სანქციები დაუპირისპირა. ერაყის მოვლენებში კი, არა მგონია, ვაშინგტონსა და მოსკოვს უკვე ჰქონდეთ მკვეთრად დაპირისპირებული პოზიციები. უამრავ ახალ ნიუანსს მოიცავს ხოლმე ნებისმიერი პოლიტიკურ-გეოგრაფიული ცვლილება, ასეთი კი შეიძლება გახდეს ერაყის ჰიპოთეტური დაშლა, ანდა "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ასევე ჰიპოთეტური შექმნა. თუმცა, ასე მგონია, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე. ყველა ნიუანსის წინასწარ გათვლა შეუძლებელია - ყოველთვის როდია ნათელი, თუ რომელ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს მოუტანს სარგებლობას კონკრეტული ცვლილებები.

- ამერიკიდან დაბრუნებული რუსი ექსპერტის ანდრეი სუშენცოვის მტკიცებით, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, უკრაინის თემა ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამერიკელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უკრაინის გამო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაფუჭებული ურთიერთობები განვლილი ეტაპია და საერთოდ, ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში არ ავლენენ ინტერესს არა მარტო უკრაინისა და რუსეთის მიმართ, არამედ ერაყის მიმართაც. თქვენი აზრით, რუსი ექსპერტი სასურველს რეალობად წარმოაჩენს, თუ იგი, კრემლის პროპაგანდისტულ მონახაზში ზის და ცდილობს დაარწმუნოს რუსული საზოგადოება და ჩვენც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პუტინისა და რუსეთის თავგასული მოქმედება ვაშინგტონმა პრაქტიკულად დაივიწყა და გადაყლაპა?

- ვფიქრობ, ამ თვალსაზრისში ბევრია სათავისო სუბიექტური აზრი. ამერიკა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გლობალური გეოპოლიტიკური კოდი აქვს, ანუ მის ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ხდება. ამიტომაც ვაშინგტონში ყველა რეგიონის ექსპერტებია თავმოყრილი. უკრაინისა და ერაყის მოვლენები ვაშინგტონს არ შეიძლება არ აინტერესებდეს, ვერც ყირიმის ანექსიისას რუსეთის ქმედებას დაივიწყებს. სხვა საქმეა, რამდენად აქტიურად იმოქმედებს ამჟამინდელი ადმინისტრაცია. საგარეო პოლიტიკის გატარებისას უძლიერეს სახელმწიფოსაც კი პრიორიტეტების კლებადი რიგი აქვს, რაღაცას მეტ ყურადღებას აქცევს, რაღაცას - ნაკლებს. ამჟამად, ამერიკისათვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონია პრიორიტეტული. იქნებ სუშენცოვს ასეთი აზრი იმიტომ შეექმნა, რომ იმ ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც ჩინეთსა და ვიეტნამს სწავლობენ?

მაინც მგონია, რომ აშშ არ მიატოვებს ბაღდადის ამჟამინდელ რეჟიმს და დაეხმარება მას ექსტრემიზმის დამარცხებაში.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს