გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ მსხალგორში უკანონო ნადირობის დროს მოკლული 2 ჯიხვი ამოიღეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დაღესტნური ჯიხვი საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შეტანილი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 130.000 ლარი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს უკანონო ნადირობისას გამოყენებული იარაღები და 30 კილოგრამამდე ოდენობის ჯიხვის ხორცი ჩამოერთვათ. ვინაიდან, აღნიშნული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"