აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა სატელეფონო საუბრისას მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777"-ის ჩამოგდების საკითხი განიხილეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი, სრული, სანდო და შეუფერხებელი საერთაშორისო გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს მაქსუმუმი, რათა რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შემთხვევის ადგილზე უსაფრთხო წვდომა უზრუნველყონ.
ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ბოლოდროინდელი ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის განსამუხტად. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საჭიროა შემდგომი ზომების მიღება, თუ რუსეთი კვლავაც არ გადადგამს საჭირო ნაბიჯებს.
პრეზიდენტმა და პრემიერმა ასევე განიხილეს სიტუაცია ღაზაში და შეთანხმდნენ, რომ ისრაელს უფლება აქვს მიიღოს ზომები, რათა დაიცვას თავი მზარდი ტერაქტებისგან რაკეტებისა და გვირაბების მეშვეობით. მათ ასევე ისაუბრეს P5+1 ფორმატში ირანთან მოლაპარაკებების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რათა მიღწეულ იქნას ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ირანის ბირთვულ საქმიანობას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ჰქონდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"