ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ურეკში წელს ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

ურეკში წელს ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, როგორც სასტუმროების მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, გასულ წელთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია. განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან.

სასტუმრო "ალბატროსის" მეპატრონის, მედეა ხუჭუას ინფორმაციით, სეზონზე სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს. "ივლისში ბევრი დამსვენებელი მივიღეთ, ჩვენს სასტუმროს ძირითადად უცხოელები სტუმრობენ. წელს 2013 წელთან შედარებით ჩვენთან რუსეთიდან 40%-ით, უკრაინიდან 30%-ით მეტი დამსვენებელი შემოვიდა. აგვისტოში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა აზერბაიჯანიდანაც. სექტემბრისთვის ფასები დაიკლებს, შემოდგომაზე უფრო მეტ ქართველ დამსვენებელს ველოდებით", - აცხადებს მედეა ხუჭუა.

ურეკში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს სასტუმრო "ევკალიპტის" მეპატრონე აკაკი ფანჩულიძეც. "ორჯერ გაიზარდა დამსვენებლების რაოდენობა, ამიტომ ჩვენ სასტუმროს გაფართოებას ვგეგმავთ. მომავალ წელს უფრო მეტი ნომერი გვექნება. ყოველდღე ჩვენთან დაახლოებით 20 ოჯახი შემოდის, რომელსაც ნომრის აღება სურს, მაგრამ ადგილები ფიზიკურად აღარ არის. უცხოელი ტურისტები ძირითადად ბელორუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან ჩამოდიან, ასევე- ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, წელს გვყავდა ტურისტები პოლონეთიდან, ბელგიიდან. განსაკუთრებით მზარდია ტურისტების ნაკადი უკრაიდან", - აცხადებს ფანჩულიძე.

ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ სასტუმრო "თბილისშიც". ურეკში სასტუმროების ფასი ერთ ადამიანზე 50-80 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერვისში შედის სამჯერადი კვება, ე.წ. შვედური მაგიდით. კერძო ბინებში კი ერთი ადგილი დაახლოებით 15-30 ლარი ჯდება.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით