ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაციები ვეტერინარულ სამსახურებს პრობლემებს არ შეუქმნის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედება ვეტერინარულ სამსახურებს არანაირ პრობლემას არ უქმნის როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაცის სამმართველოს უფროსმა ნაილი შენგელიძემ განუცხადა, ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების რეგულაციების განმახორციელებელი ორგანო სხვადასხვაა. მისივე თქმით, ადამიანებისთვის საჭირო სამკურნალო საშუალებების რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ცხოველებისთვის კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ნაილი შენგელიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ დღეს გატარებული ღონისძიება ეხება ადამიანებისთვის გამოყენებულ პროდუქტებს. მისივე თქმით, პროექტის ამუშავება ვეტერინარულ სამსახურს არანაირ პრობლემას არ უქმნის.

"დღეს როგორც მოქმედებს ჩვეულებრივი სააფთიაქო სისტემა, საცალო და სადისტრიბუციო სისტემა მოქმედებს ასევე ვეტერინარული ფარმაცევტული პროდუქტებისთვის. ხდება მათი რეგისტრაცია, ბაზარზე დაშვება, მიმოქცევა და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების პრინციპის მიხედვით კვეთა იყოს, ანტიბიოტიკი შესაძლებელია დასჭირდეს ცხოველსაც და ადამიანსაც, თუმცა ვეტერინალური სამკურნალო საშუალებები ხშირ შემთხვევაში ხარისხობრივად, დოზირებით, განსხვავდება ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებისგან. რადგან სამინისტრომ განახორციელა საჭირო პროექტი, რომ რაციონალური მკურნალობისთვის ადამიანებმა მიიღონ ის და იმ რაოდენობის მედიკამენტი, რაც სწორედ მათ მკურნალობას სჭირდება, მე ვფიქრობ, ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ვეტერინარის ფუნქცია-მოქმედებას", - აღნიშნა ნაილი შენგელიძემ.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობა დღეს საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებისთვის გამიზნული კლინიკები სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე საბითუმო შესყიდვებს ახორციელებენ ბითუმ-რეალიზატორებისგან.

"ვეტერინარულ კლინიკებსაც შეუძლიათ იგივე პროცედურები გააკეთონ. მათ არ ჭირდებათ საამისოდ არავითარი რეცეპტი. ეს იქნება საბითუმო შესყიდვები და თავიანთი ვეტერინარული საექიმო მომსახურების შემადგენლობის ნაწილი იქნება შემდგომ ამის გამოყენება. ყოველ შემთხვევაში, ადამიანებისთვის ეს პრობლემას არ ქმნის", - აღნიშნა ნაილი შენგელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით აფთიაქებს ეკძალებათ მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემა და რაიმე დაშვებები ამ თვალსაზრისით კანონმდებლობაში არ არის. როგორც სამმართველოს უფროსმა განმარტა, ვეტერინარული საშუალებები კანონმდებლობით გამიჯნულია ადამიანებისგან და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. მისივე თქმით, კანონმდებლობამ ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დააკისრა. ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრში არსებული ნუსხა მხოლოდ ადამიანებში გამოსაყენებელ მედიკამენტებს ეხება, რადგან კანონმდებლობით პროდუქცია დიფერენცირებულია.

ნაილი შენგელიძე მიიჩნევს, რომ პირველი სექტემბრიდან პროექტის ამუშავება არანაირ პრობლემას არ უქმნის ვეტერინარულ სამსახურებს.

"საბითუმო შესყიდვებს გააკეთებენ უშუალოდ ვეტერინარული კლინიკები ან დამოუკიდებელი სუბიექტები", - აღნიშნა ნაილი შენგელიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით