"მწერალთა სახლში" ხვალ გურამ პეტრიაშვილის წიგნის "პატარა ქალაქის ზღაპრები" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-დან აცნობეს, 20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ ეს პირველი ზღაპრების კრებულია, რომლის პერზენტაციასაც ავტორი თავად დაესწრება.
წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი "პატარა ქალაქის ზღაპრები" "ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს".
"უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს", _ აცხადებენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში, რომელმაც აღნიშნული წიგნი გამოსცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"