GWP - თბილისში წყალმომარაგება დღეს სრულად აღდგება

თბილისში წყალმომარაგება დღეს, 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, ომარ გოცირიძემ განუცხადა, თბილისის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ისანში, სამგორსა და ჩუღურეთის ნაწილში გუშინ წყლის შეწყვეტა ე.წ. ღრმაღელიდან ამომავალი წყალსადენის გვირაბის გამორთვას უკავშირდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გვირაბის 24 საათით გამორთვის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია ორი კვირით ადრე გაავრცელა, ასევე ობიექტებზე წერილობითი ინფორმაცია დარიგდა.

ომარ გოცირიძის ცნობით, წყალსადენის გვირაბზე, რომელიც ისნისა და სამგორის რაიონებს, ასევე ჩუღურეთის ნაწილს კვებავს, დაგეგმილი სამუშაოები გუშინ, დილის 08:00 საათიდან დაიწყო და დღეს დაგეგმილზე ადრე, დილის 08:00 საათის ნაცვლად, 07:00 საათზე დასრულდა.

მისივე თქმით, წყალსადენის გვირაბი დღეს 07:30 საათზე უკვე ჩაირთო, გამორთული რაიონების ნაწილს ეტაპობრივად წყალი უკვე მიეწოდება. კომპანიის ვარაუდით, აღნიშნულ რაიონებს წყალმომარაგება სრულად 12:00 საათიდან 13:00 საათამდე აღუდგება.

კიდევ ერთი შეზღუდვა ვაკე-საბურთალოს რაიონს, ე.წ. ვაჟა-ფშაველა – ნუცუბიძის მხარეს უკავშირდება. როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, წუხელ, ქალაქის ერთ-ერთ მკვებავ, მეოთხე წყალდენზე ავარია მოხდა. სამუშაოები გუშინ 23:00 საათზე დაიწყო და დღეს 08:00 საათზე დასრულდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ქსელი უკვე ჩართულია და მომხმარებლების უმეტესეობამ წყალი უკვე მიიღო, მაღალ წერტილებში კი წყალმომარაგება დაახლოებით საათნახევარში აღდგება.

კომპანიის ინფორმაციით, გეგმური გათიშვები მოსალოდნელი არ არის.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე