ბათუმში BIAFF 2014-ის დახურვის ცერემონია გაიმართა

ბათუმის საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კინოფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, გუშინ გამართულ ღონისძიებაზე საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (რომან ბალაიანი, ალისა სიმონი, პაველ ივანოვი, მიხაილ სტამბოლციანი და ზაზა ურუშაძე) შემდეგი პრიზები გასცა:

• გრანპრი - "ფრენკი", ლენი აბრაჰამსონი, გაერთიანებული სამეფო/ირლანდია, 2014

• ჟიურის სპეციალური პრიზი - "პატარძლები", თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2014

• საუკეთესო რეჟისურა - ივან ი. ტვერდოვსკი ფილმისათვის "გამოსასწორებელი კლასი", რუსეთი/გერმანია, 2014

• საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ირფან ხანი - "ლანჩბოქსი", ინდოეთი/საფრანგეთი/გერმანია/აშშ, 2013

• საუკეთესო მსახიობი ქალი - სილვი მარინკოვიჩი - "განკურნება" ანდრეა სტაკას მიერ, შვეიცარია/ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, 2014

BIAFF 2014-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (ანდრიუს სტონისი, პაველ ლოზინსკი, ულვი მეტი, მიროლიუბ ვუსკოვიჩი და ანა ძიაპშიპა) შემდეგი პრიზები გასცა:

• საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - მაიდან, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/ნიდერლანდი, 2014

• სპეციალური პრიზი - აგვისტოს მოლოდინში, თეოდორა მიჰაი, ბელგია/რუმინეთი, 2014

BIAFF 2014-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (მიხეილ კობახიძე, მირა სტალევა, ეკატერინა ჩერქეს-ზადე, ლატავრა დულარიძე, ენდრიუ ვიალი) შემდეგი პრიზები გასცა:

• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ზეთის ლამფა, ჰუ ვეი, საფრანგეთი/ჩინეთი, 2013

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

• რომან ბალაიანს (უკრაინა)

• ირაკლი კვირიკაძეს (საქართველო)

• ავთო მახარაძეს (საქართველო)

ორგანიზატორების ცნობით, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნა ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ფილმი - "სიმინდის კუნძული", გიორგი ოვაშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ყაზახეთი/ გერმანია/ ჩეხეთი; 2014

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით