ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავს მუქარაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის მეუღლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი რომელსაც ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ნათია მიქიაშვილის მისამართით სიტყვიერ მუქარას ახორციელებს.
სტუდია "ანატომიას" წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავრობას მიმართავს.
"ინტერპრესნიუსი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"მოგეხსენებათ, რომ საგამოძიებო გადაცემა "ანატომია" 2010 წლიდან იძიებს ხელისუფლების საქმიანობას, გადაცემას მუდმივად ჰქონდა მაყურებლის მაღალი ნდობა და რეიტინგი, გადაცემა "ანატომია" ემსახურებოდა და ემსახურება ხელისუფლების მანკეირი მხარეების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოაშკარავებას, ასევე გადაცემის მიზანია საზოგადოებისთვის ნათელი გახადოს ხელისუფლების ზედა წრეებში კორუფციის ფატები შესახებ ინფორმაცია-ასეთის არსებობის შემთხვევაში. სტუდია "ანატომიას"-ს შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს - ობიეტურობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება. სწორედ ამ მიმართულების გაგრძელებას გეგმავს "ანატომია" ახალი სეზონიდან, რაც როგორც ჩანს, ცნობილი გახდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისათვის. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი, რომელსაც ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ნათია მიქიაშვილის მისამართით ახორციელებს სიტყვიერ მუქარას, ჯანყარაშვილმა ჯერ ითხოვა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეჩერებულიყო გადაცემა, სადაც ის იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი გმირი, უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა, რომ "ანატომიის" მის პიროვნებაზე მომზადების შემთხვევაში, ის ნათია მიქიაშვილს ადექვატურად, "ძალიან ცუდად მოექცეოდა" ოჯახის წევრებთან დაკავშრებით, რაც ჟურნალისტის მიერ აღქმული იქნა პირდაპირ მუქარად, რადგან რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ რაც ნათია მიქიაშვილმა გააკეთა განცხადება, მისი გადაცემის "რუსთავის 2"-ის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან ნათია მიქიაშვილის პოლიციელ მეუღლეზე, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა შინაგან საქმეთა სამინისტრის რიგები.
მე, ნათია მიქიაშვილი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი არასდროს ჩემს მიმართ არ განხორციელებულა პირდაპირი მუქარა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები არის მცდელობა შეაჩეროს გადაცემა "ანატომია" რომელიც საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის გადანაწილების თემას ეხება და სადაც ბატონი ჯანყარაშვილი ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია.
სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ დახმარებისთვის და პრევენციის მიზნით გატყობინებთ მომხდარი ფაქტის შესახებ, რადგან დაცული იქნეს სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტებს ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეგვიშალოს თანამდებობის პირებისა და პრემიერ-მინისტრის ნათესავების მხრიდან განხორციელებულმა მუქარამ", - აღნიშნულია ნათია მიქიაშვილის განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"