"თავისუფალი თაობის" ორ წევრს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, 5 წევრს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

"თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ხუთ პირს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა , ხოლო ორ მათგანს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

საქალაქო სასამართლოში, გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ორგანიზაცია "თავისუფალ თაობის" რვა პირის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ერთი დაკავებულის პროცესი კი 8 ოქტომბრისთვის იმ მოტივით გადაიდო, რომ საქმეზე გარკვეული ვიდეომასალის მტკიცებულებად წარდგენა გახდა საჭირო.

დაჯარიმებულებს შორის არის ლადო სადღობელაშვილი, რომელსაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, ასევე დააჯარიმეს ზურაბ გულორდავა, რომელსაც ჯარიმის თანხა 250 ლარით განესაზღვრა.

პროცესის დასრულების შემდეგ ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ შეხლა-შემოხლას ადგილი გუშინდელი აქციის დროს მართლაც ჰქონდა და ამას ადასტურებს, თუმცა მოსამართლის მიერ დაკისრებული ჯარიმის თანხა რთული გადასახდელია სტუდენტებისთვის.

მისი შეფასებით, განსაზღვრული ჯარიმა არაადეკვატურია. ზურაბ გულორდავას განცხადებით კი, გუშინ გამართული აქციის მიზანი "მსხვერპლიანი რეჟიმის" გამგრძელებლების ლიკვიდაციის მოთხოვნა იყო, რომელსაც "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები ძალაში ტოვებენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას