ილია მეორე - ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება

ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა და სიკეთისა და ბოროტების მნიშვნელობაზე იქადაგა. "ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება. ბოროტება ბოროტი ძალებისგანაა, სიკეთე და სიყვარული კი ღმერთისგანაა. სიკეთის კეთება უნდა დავიწყოთ და ჩვენზე ბედნიერი და ძლიერი არავინ იქნება. სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა და ეს სიკეთე გადაარჩენს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ბოროტებას ხალხმა სიკეთით უნდა უპასუხოს და ამით ბოროტებას გზა გადაეკეტება. "წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ბოროტებას არ ვუპასუხოთ ბოროტებით. როცა ბოროტებას ბოროტებით ვუპასუხებთ, ის ბოროტება ორმაგდება და უარესი ხდება. ბრძენი ადამიანი, როდესაც ბოროტებას უკეთებენ სიკეთით უპასუხებს და ბოროტებას ამით გზას უკეტავს და ეს ბოროტება ჩერდება", - ბრძანა პატრიარქმა.

მანვე განაცხადა, რომ ადამიანმა მოახდინა გადაფასება და სიკეთეს აფასებს იმად, რაც არ არის სიკეთე და ბოროტება სიკეთედ მიაჩნია.

"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. რთული არის იმით, რომ ადამიანმა, კაცობრიობამ გააკეთა გადაფასება. ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია ის, რაც არ არის სიკეთე და ბოროტებას სიკეთედ ვთვლით. ყოველი ადამიანი სიმართლეს ეძებს, მაგრამ სად არის ეს სიმართლე არავინ იცის. ეძებენ სიმართლეს და არ ფიქრობენ, რომ ეს სიმართლე თავის თავში იპოვონ. რა არის სიმართლე?! ეს არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება ერთია. არ შეიძლება ნახევარი ჭეშმარიტი იყოს და ნახევარი არ იყოს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ყოველი კაცი ცრუ არის, ესე იგი ჩვენ ყოველნი ვართ ცრუ. ეს შეიძლება ვერ გაიგოს მრავალმა, მაგრამ ამას დავით წინასწარმეტყველი ამბობს. სიმართლე ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ", - ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე უწმინდესმა მოლაშვილების, გაბიტაშვილების, ლოთიშვილების, რამაზაშვილებისა და წიქარიშვილების გვარები დალოცა. პატრიარქმა დალოცა ასევე რკინიგზის თანამშრომლები და მათი ოჯახები.

ილია მეორესთან ერთად წირვა უკრაინის ეკლესიის მღვდელმთავარმა, მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა აღავლინა. პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი აღაპიტი წმინდა სამების ხატით დააჯილდოვა. თავის მხრივ მთავარეპისკოპოსმა აღაპიტმა ილია მეორეს ჯვარი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების სიმბოლოა.

საღამოს კი ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება და პატრიარქი 600-ზე მეტ ჩვილს მონათლავს.

იხილეთ ვიდეო: "ბოროტებაზე სიკეთით უპასუხეთ და ღმერთი მუდამ თქვენთან იქნება - ილია მეორე"

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება