გიორგი სანიკიძე - ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გამოსწორება რუსეთს დიდ ზიანს მიაყენებს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ამავე რეგიონში მოვალენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე ინტერპრესნიუსი ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, "არაბულ გაზაფხულად" წოდებული პროცესი ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში აქამდე რეგიონში არნახული მასშტაბების პროცესების საფუძველი გახდა. "არაბული გაზაფხულის" დაწყების პირველ ეტაპზე დამკვირვებელთა უმრავლესობა გამოთქვამდა იმედს, რომ ეს არაბული სამყაროს დემოკრატიზაციას შეუწყობდა ხელს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მთლად ასე არ აღმოჩნდა. თქვენ როგორ დაახასიათებდით საქართველოდან არც თუ ისე შორს არსებულ რეგიონში განვითარებულ პროცესებს?

- პირველ რიგში, ალბათ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საქართველოსთვის მართლაც მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები. ეს ჩვენი მეზობელი რეგიონია, რომელთანაც ძალიან მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები გვაკავშირებს და დღესაც ეს ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია (დავამატებ, რომ ზოგჯერ კავკასიის რეგიონსაც ე.წ. "ფართო ახლო აღმოსავლეთის" ფარგლებში აქცევენ).

რაც შეეხება "არაბულ გაზაფხულს", ეს არ გახლავთ ერთგვაროვანი მოვლენა. "არაბული გაზაფხულის" ასპარეზი გახდა არაბული სამყაროს მხოლოდ ერთ ნაწილი. ეს არ იყო მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ან შექმნისაკენ მიმართული პროცესი. "არაბული გაზაფხული" დაიწყო არაბული სამყაროს ალბათ ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში - ტუნისში. ტუნისი გამოირჩეოდა არა მარტო ლიბერალიზმით, არამედ სახელმწიფო მმართველობაში დემოკრატიის გარკვეული ელემენტებით. ტუნისში განვითარებული მოვლენები საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მას შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენა არ მოუხდენია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგრამ ყველა დანარჩენ ქვეყნებს ე.წ. არაბული გაზაფხული სწორედ ტუნისიდან მოედო. პარადოქსულია, რომ ტუნისში, რომლის საზოგადოებაც პრინციპში ყველაზე მეტად იყო სეკულარიზებული არაბულ სამყაროში, ისლამურმა ფაქტორმა ამ მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. აქ საუბარია არა ზოგადად რელიგიის აღორძინებაზე, არამედ ალბათ უფრო ზუსტი ტერმინი იქნება, თუ ვიტყვით - მოსახლეობის რელიგიურობის დონის გაზრდაზე.

არაბული სამყაროს ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელიც "არაბული გაზაფხულის" ეპიცენტრში მოექცა, იყო ეგვიპტე. ამ მოვლენებით დასრულდა ჰოსნი მუბარაქის ხანგრძლივი მმართველობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუბარაქი დასავლეთის საკმაოდ ფართო მხრადაჭერით სარგებლობდა. მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, თითქოს საზოგადოებამ მიიღო საშუალება, წასულიყო დემოკრატიული განვითარების გზით, მაგრამ აქ დადგა მეორე პრობლემა, ანუ თავად საზოგადოებაში არსებული განწყობები. ეგვიპტე ამის კარგი მაგალითია იმ თვალსაზრისით, რომ პრინციპში საზოგადოება დაახლოებით ორ თანაბარ ბანაკად იყო (და არის) გაყოფილი. ერთი ნაწილი უფრო სეკულარული მმართველობის მომხრე იყო, ხოლო მეორე - საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ისლამიზაციის მომხრე. მოხდა ისე, რომ ეგვიპტეში, პრინციპში პირველად მეტ-ნაკლებად თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში სწორედ ისლამიზაციის მომხრეებმა გაიმარჯვეს. შემდეგ კი გადააყენეს არჩეული პრეზიდენტი, რასაც სხვათა შორის, დასავლეთის ქვეყნებსა და აშშ-ში გარეგნულად დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. შედეგად, პრაქტიკულად დამყარდა იმავე ტიპის მმართველობა, რაც იყო ჰოსნი მუბარაკის დროს (სამხედროთა დომინირება). დღევანდელი მუსლიმური სამყაროსათვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ისლამის პოლიტიცაზია და მუსლიმთა რადიკალიზაცია. ისლამური რელიგიის სპეციფიკიდან და არაბული სამყაროში დაგროვილი სხვადასხვა ტიპის პრობლემებიდან გამომდინარე, ეს მოულოდნელი არ არის.

- ისლამის პოლიტიზაცია და მუსლიმთა რადიკალიზაცია სახეზეა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ისლამის პოლიტიზაცია და მუსლიმთა რადიკალიზაცია? და რა პოლიტიკურ და რელიგიურ მიზნებს ისახავენ ამა თუ ქვეყნებში გაქტიურებული პოლიტიზირებული და რადიკალიზირებული ისლამისტები?

- მუსლიმთა ნაწილი განიცდის რადიკალიზაციას იმ ფონზე, როდესაც დასავლეთთან მუსლიმური სამყარის ჩამორჩენა ძალიან თვალსაჩინოა. მუსლიმური სამყარო გამოსავალს ხედავს სახელმწიფოს მართვის სისტემაში, სოციალური ურთიერთობებში იმ იდეალიზებული რელიგიური პრინციპების დამკვიდრებაში, რაც იყო ადრეულ ისლამურ სახალიფოში და მოციქულ მუჰამადის დროს. აქედან მომდინარეობს ეს რადიკალიზაცია და დღეს ეს მოთხოვნები მუსლიმურ სამყაროში ძალიან თვალსაჩინოა.

მათ მიზანი დეკლარირებული აქვთ. თეორიულად უნდათ იმ ტიპის სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც არსებობდა ადრეულ ისლამურ ხანაში და რომელიც ძალიან ძლიერი იყო კულტურული და სამხედრო თვალსაზრისით. ისლამისტები ამგვარი პოლიტიკის გატარებაში ხედავენ გამოსავალს. მათი იდეაა, რომ ამგვარმა სახელმწიფომ მოიცვას მთელი ისლამური სამყარო. მეტიც, მათი იდეაა, რომ ამ ტიპის ისლამმა მომავალში მთელ მსოფლიოში უნდა გაიმარჯვოს. დღეს მათი დღის წესრიგია ჯერ არაბული სამყაროს გაერთიანება და შემდეგ მთელი ისლამური სამყაროსი. თუმცა, აქ ძალიან დიდი პრობლემები დგება. ერთი გახლავთ ის, რომ საკუთრივ ისლამი არ არის ერთიანი. არის ორი საკმაოდ დაპირისპირებული მიმართულება - სუნიზმი და შიიზმი. გარდა ამისა, თავად მუსლიმურ ქვეყნებში სხვადასხვა იდენტობები (ეთნიკური, რეგიონული და ა.შ.) არსებობს და ისლამური იდენტობა არ არის მოსახლეობის იდენტობის ერთადერთი განმსაზღვრელი.

- მას შემდეგ, რაც ისლამისტები სირიაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდნენ, პოლიტიკურ სცენაზე ყველაზე შესამჩნევი და ანგარისგასაწევი ძალა გახდა "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მებრძოლი დაჯგუფება, რომელიც თავის გავლენას სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებზე ამყარებს. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლი დაამყაროს სირიის ქალაქ კობანზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ვინ არიან ისინი, ვინც "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მოქმედებენ? სავარაუდოდ, რამდენია მათი რაოდენობა? დღეის მონაცემებით ისინი რა ტერიტორიებს აკონტროლებენ?

- ამ თემაზე საუბარი უნდა დავიწყოთ სირიაში ოპოზიციური მოძრაობის მარცხის მიზეზებზე საუბრით. ეს ოპოზიციური მოძრაობა არ იყო ერთიანი. მასში იყვნენ როგორც ისლამისტები, ისე დემოკრატიული გარდაქმნების მომხრე სეკულარისტები. მეორე მომენტი არის ის, რომ საკუთრივ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმსაც საკმაოდ ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს სირიაში. სხვათა შორის, მის მხარდამჭერთა შორის არიან რელიგიური უმცირესობებიც, მათ შორის ქრისტიანები და სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები.

ახლა რაც შეეხება თავად "ისლამური სახელმწიფოს" (სხვა სახელებია "ერაყისა და სირიის ისლამური სახალიფო" და "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახალიფო"). მოძრაობა, რომელიც ამ "სახელმწიფოს" დამფუძნებელი გახდა, არ შემოიფარგლება მარტო სირიით. მან მოიცვა სირიისა ჩრდილოეთი და ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. წელს ამ მოძრაობასთან დაკავშირებით რეალურად პრობლემა შეიქმნა. თუმცა, ეს მოძრაობა მე-20 საუკუნის მიწურულიდან არსებობს. იგი 2004 წლიდან ორგანიზაციულადაც ჩამოყალიბდა გამოეყო რა ალ-ქაიდას ტერორისტულ ქსელს (დეტალებზე არ შევჩერდები, რადგან ამ მოძრაობის საქმიანობის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ ბუნდოვანი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავია). დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ამ მოძრაობის ხელშია. გარდა ამისა, ისინი აკონტროლებენ სირიის საკმაოდ დიდ ნაწილსაც. საინტერესოა, რომ ეს მოძრაობა სირიის იმ რეგიონს აკონტროლებს, რომელშიც მთელი სირიისთვის ელექტროენერგია იწარმოება და "ისლამური სახელმწიფო" ელექტროენერგიას ჰყიდის სირიის ხელისუფლებას, რომელთანაც ომობს. როგორც აღინიშნა, ისინი საკმაოდ დიდი რეგიონს აკონტროლებენ. მაგრამ, რაც შეეხება სამხედრო ძალას, მათ განკარგულებაში 20 ათასიდან 30 ათასამდე მებრძოლზე მეტი არ უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ასეთი დიდი ტერიტორიის გასაკონტროლებლად მებრძოლთა რაოდენობა საკმარისი არ არის. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ ერაყის არმია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერაა გაწვრთნილი, საკმაოდ სუსტია. მოსული ერაყის არმიამ პარქტიკულად უბრძოლველად დაუთმო მასზე ბევრად უფრო მცირერიცხოვან და ცუდად შეიარაღებულ ისლამისტ ამბოხებულებს. დღეს ამერიკელები საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ "ისლამურ სახელმწიფოზე". ამერიკელი ინსტრუქტორები ისევ ცდილობენ აამაღლონ ერაყის არმიის ბრძოლისუნარიანობა. მაგრამ ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია პროგნოზირება იმისა, თუ რა მოხდება.

სავარაუდოა, რომ ამ ნახევრადვირტუალური "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება მოხერხდება, მაგრამ ჩემი აზრით, ამით პრობლემა არ მოიხსნება და რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემის გადაწყვეტას ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ავღანეთში "თალიბთა" რეჟიმის განადგურებით არ მოხსნილა თალიბების პრობლემა. ისინი თავის საქმიანობას ახლაც განაგრძობენ.

- ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუსლიმურ მოძრაობაში, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" ჰქვია, აქტიურ მონაწილეობას იღებენ პანკისის ხეობაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. თქვენი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" შემადგენლობაში არიან თუ არა საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები, აღმსარებლობით მუსლიმი საქართველოს მოქალაქეები?

- მე ამას ვერ დავადასტურებ, რამდენადაც არ ვფლობ უტყუარ ინფორმაციას. ქართულ პრესაში ხანდახან ჩნდება ხოლმე ცნობები, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარებში იბრძვიან არა მარტო პანკისის ხეობის მცხოვრებლები, არამედ მებრძოლები აჭარიდან და საქართველოს აზერბაიჯანლებით დასახლებული რეგიონებიდან. პანკისის შემთხვევაში და სხვა შემთხვევაშიც, იქ თუ ვინმე იმყოფება, საუბარია ერთეულ შემთხვევებზე. ჩვენთან სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასულთა მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორად ამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს მიიჩნევენ. ჩემი ღრმა რწმენით, ეს მათი იქ გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ არ არის ერთადერთი. თუ გადავხედავ "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების წარმომავლობას, ბევრი მათგანი გამოსულია დასავლეთ ევროპისა და ამერიკაში მცხოვრები მუსლიმური ოჯახებიდან. ანუ, ევროპასა და ამერიკაში მათ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. მათი მშობლები და წინაპრები ისლამური სამყაროდან ამ ქვეყნებში სწორედ იმიტომ გადასახლდენენ, რომ იქ საცხოვრებლად უფრო კარგი პირობები იყო. საქმე გვაქვს რელიგიურობის დონის გაზრდასთან და ახალგაზრდა მუსლიმთა რადიკალიზაციასთან. ხდება დაახლოებით ის, რაც 1970-იანი წლებში დასავლეთ ევროპაში მემარცხენე ტერორიზმს ახასიათებდა. ეს ზოგადად, სიძულვილის, უფრო სწორად, "სიძულვილის ობიექტის" განსაზღვრის პრობლემას უკავშირდება. მუსლიმთა შემთხვევაში ეს ობიექტია როგორც "რჯულგანდგომილი" რეჟიმები მუსლიმურ ქვეყნებში, ისე ათეისტური და სეკულარული დასავლეთი. დავამატებ, ინტერვიუს ფარგლებში შეუძლებელია ამ მრავალშრიანი ურთულესი პრობლემის საფუძვლიანად ღრმად განხილვა.

- არა მარტო დასავლელი ლიდერები, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ თუ ცივილიზებულმა და დემოკრატიულმა სამყარომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყო, მუდმივად იქნება საფრთხე არა მარტო რეგიონისათვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსათვის. თქვენი აზრით, რატომ აქამდე არ იწყებს იგივე დასავლეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას? და კიდევ, "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების შემთხვევაში რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჩვენთვის საკმაოდ ახლო რეგიონია და ბუნებრივია, რომ რაც ამ რეგიონში ხდება, არ შეიძლება გარკვეულ წილად, შესაძლოა მცირედ, მაგრამ მაინც არ აისახოს ჩვენს ქვეყანაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად, პრაქტიკულად, ისლამურ რკალშია მოქცეული. დღეს ახლო აღმოსავლეთში პრაქტიკულად მსოფლიოს მთავარი პრობლემებია დაგროვილი იქ რაც ხდება, მის ახლო მდებარე ქვეყნებზე სხვადასხვა ფორმით აისახება.

- ცალკე საკითხია ქურთების პრობლემა. ქურთებში სულ უფრო მეტად იკრებს ძალას დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეა. ქურთები ერთადერთი მრავალრიცხოვანი, თუ არ ვცდები 30 მილიონზე მეტი რაოდენობის ერია, რომელსაც სახელმწიფო არა აქვს. რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან "ისლამურ სახელმწიფოს" მიმდევრებსა და დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნის მხარდამჭერებს? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თურქეთის, ირანის, ერაყისა და სირიის ტერიტორიების ხარჯზე შეიქმნას ქურთული სახელმწიფო?

- დავიწყებ იმით, რომ ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ქურთები შეიარაღებული თვალსაზრისით არიან დაპირისპირებული "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებთან და მეტ-ნაკლები წარმატებითაც.

საქმე ისაა, რომ ქურთები, დაახლოებით 25-30 მილიონი, კომპაქტურად ცხოვრობენ ოთხი ქვეყნის ერაყის, თურქეთის, სირიისა და ირანის მოსაზღვრე რეგიონებში. ვირტუალურად რომ "ჩამოვაჭრათ" ყველა ამ ქვეყანას რაღაც ნაწილები, გამოვა ერთი ქურთული სახელმწიფო. ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იდგა, თუმცა შემდეგ ეს არ განხორციელებულა. თურქეთში ქურთების პრობლემა არსებობს და დიდწილად განაპირობებს თურქეთის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ერაყის ქურთების საკითხია. ხანგრძლივი დროის მანძილზე, 1990-1991 წლებში სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ, ქურთები სადამ ჰუსეინი მიერ მართულ ერაყულ სახელმწიფოში უკვე იყვნენ პრაქტიკულად დამოუკიდებლები. მათ ამ პერიოდში დიდი დახმარებას უწევდა აშშ და ისინი სადამ ჰუსეინის რეჟიმს პრაქტიკულად არ ემორჩილებოდნენ. სპარსეთის ყურის მეორე ომის შემდეგ, როდესაც მოხდა ჰუსეინის რეჟიმის დამხობა, დადგა ერაყის სახელმწიფოს შენარჩუნების საკითხი. ერაყში არსებობს სამი სხვადასხვა ძალა - შიიტები, სადამ ჰუსეინის დროს პრივილეგირებული და გაბატონებული სუნიტები და ქურთები. რადგან ერაყის მოსახლოების უმრავლესობას შიიტები შეადგენენ, გადაწყდა, რომ ახალი და გარდაქმნილი ქვეყნის პრემიერი ყოფილიყო შიიტი, ხოლო შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტი - ქურთი. თანამდებობების ამგვარი გადანაწილება გახლდათ ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მცდელობა. მაგრამ, უკმაყოფილები დარჩნენ სუნიტები. ის, რაც ახლა ერაყში ხდება, ვგულისხმობ რელიგიურ ექსტრემიზმს, ასევე ვირტუალური "ისლამური სახელმწიფოს" შექმნის მცდელობას, ეს გახლავთ სწორედ უკმაყოფილო სუნიტების აქტიურობის შედეგი. იგი ერთგვარი რეაქციაა ერაყში ხელისუფლების იმგვარად გადანაწილებაზე, რაზეც უკვე მოგახსენეთ.

ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ქურთული სახელმწიფოს წარმოქმნის ალბათობა დიდია. საერთოდ, ახალი სახელმწიფოები ძალიან დიდი კატაკლიზმების შედეგად იქმნება. ამ შემთხვევაში პრობლემა დაუკავშირდება თურქეთს. ამ საკითხში ანკარის პოზიცია კატეგორიულია. სხვათა შორის, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში თურქეთს ჰქონდა მცდელობა ქურთები გამოეცხადებინათ ეთნიკურ თურქებად და მათთვის დაერქვა "მთის თურქები". მაგრამ, ფაქტია, რომ ისინი თურქები არა არიან და ქურთები არიან. თურქული სახელმწიფოსთვის ქურთული პრობლემა არსებობს, მაგრამ თურქეთის სახელმწიფო ერაყისა და სირიისაგან განსხვავებით ისევე როგორც ირანი, შემდგარი სახელმწიფოა. ამიტომ არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ ანკარა მისთვის ტერიტორიების ჩამოჭრას დაუშვებს. სხვა საკითხია ერაყში ქურთული ავტონომიის საკითხი. იგი პრაქტიკულად არსებობს და ბაღდადისაგან მაქსიმალურად დამოუკიდებელია.

- უკრაინაში განვითარებული პროცესების პარალელურად, რუსეთი სამხედრო ტექნიკით დაეხმარა ჰამასს, რასაც შედეგად მოჰყვა ისრაელსა და პალესტინას შორის საკმაოდ ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ახლაც გრძელდება. რა როლს ასრულებენ აშშ და რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცსებში?

- რუსეთი ერაყს მეტ-ნაკლებად ჩამოშორებულია. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს რუსეთი უჭერს მხარს და მას ასევე უჭერს მხარს ირანი. თუმცა, აქ სხვა პრობლემაა. როდესაც დასავლეთი ასადის ოპოზიციას უჭერდა მხარს, ამით არაფერი არ გამოვიდა. სხვა საკითხია პალესტინის პრობლემა. რუსეთს არ უნდა ისრაელთან ურთიერთობის გამწვავება, მაგრამ ამასთანავე ჰამასს შეიარაღებას აწვდის. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს გარკვეულ დაძაბულობას რეგიონში. ვგულისხმობ ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ პროცესებს. თუმცა საქმე ისაა, რომ ისრაელის სახელმწიფო დღეს ძალიან ძლიერია იმისთვის, რომ თუნდაც რუსეთის მიერ პალესტინელებისთვის მიწოდებულმა ახალი ტიპის იარაღით ჰამასმა რაღაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მას.

- ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა დიამეტრალურად შეიცვალა. მანამდე თეირანი მოსკოვის მოკავშირედ ითვლებოდა. როგორ აისახება "ისლამურ სახელმწიფოზე" ვაშინგტონ-თეირანს შორის ურთიერთობების მეტ-ნაკლებად ნორმალიზება და მოსკოვსა და თეირანს შორის ტრადიციულად კარგი ურთიერთობები?

- ვერ ვიტყვით, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობები დიამეტრალურად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდა. ეს აისახა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ მიღწეული არ არის. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო იზრდება ირანული ნავთობის ექსპორტი. ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში.

რაც შეეხება რუსეთ-ირანის ურთიერთობებს. ამ ურთიერთობებს შეიძლება დავარქვათ "ქორწინება გარიგებით". ამგვარი ვითარება ჩამოყალიბდა 1990-იანი წლებში, როცა ირანი უკვე იყო მოქცეული სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, და ამ იზოლაციიდან გამოსვლაში შესანიშნავი შანსი მისცა რუსეთმა. თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გამოსწორება რუსეთს დიდ ზიანს მიაყენებს.

დღეს არაბულ სამყაროში რუსეთის ძირითადი საყრდენი არის სირიაში ასადის რეჟიმი, სხვაგან მას პოზიციები ძლიერი არა აქვს. არც არაბეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებში და არც ერაყსსა და ლიბანში. რაც შეეხება ირანისა და არაბული სამყაროს ურთიერთობებს, აქ ზოგადად არის დაპირისპირება. შეიძლება გავიხენოთ ირან-ერაყის სისხლისმღვრელი ომი 1980-იან წლებში. შეიძლება ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან მომენტსაც - არაბული სამყაროს დიდ ნაწილი სუნიტურია, ხოლო ირანი შიიტური სახელმწიფოა. ის, რაც დასავლეთის ინტერესებში შედის ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში, ვგულისხმობ რადიკალურ ისლამთან და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას, ასევე სხვა ზოგიერთი საკითხი, ვთქვათ იგივე ავღანეთიდან ნარკოტიკების იმპორტთან დაკავშირებული, ზუსტად ემთხვევა ირანის ინტერესებს. აუცილებლად ხაზგასასმელი მომენტია ის, რომ ირანი შემდგარი სახელმწიფოა. მას არა აქვს შიდა ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სახის პრობლემები და იგი სტაბილურობით გამოირჩევა. მე მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან ირანისა და დასავლეთის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება და მხარეები გამონახავენ საერთო ენას. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ მათ საკმაოდ ბევრი საერთო ინტერესები აქვს რეგიონთან მიმართებაში.

- ისლამური სამყაროს ლიდერობაზე თურქეთსა და ირანს შორის გარკვეული კონკურენცია შეიმჩნევა . . .

- ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ არ მგონია, დღეს ირანმა რეალურად გაუწიოს კონკურენცია თურქეთს. თურქეთი თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდია. თურქეთის პოლიტიკა დიდი ხნის მანძილზე უფრო დასავლეთისკენ იყო მიმართული ვიდრე აღმოსავლეთისკენ. მაგრამ, ერდოღანის ხელისუფლების პირობებში ახლო აღმოსავლეთისკენაც შემობრუნდა. თურქეთმა თავის თავზე აიღო და იტვირთა რეგიონის საქმეებში თუ არა გადამწყვეტი, ერთ-ერთი ძირითადი აქტორის როლის შესრულება.

რაც შეეხება ირანს, ის ენერგომატარებლებით ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ამ შემთხვევაშიც თურქეთსა და ირანს ბევრი საერთო და თანხვედრი ინტერესები აქვთ. უპირველესად ეს ნავთობსადენებსა და გაზსადენებს ეხება.

- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამავე რეგიონში ვითარების გამწვავების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთი სულ უფრო მეტად გააქტიურდეს?

- ამის თქმა რთულია, ვინაიდან რუსეთის მოქმედებების რაღაც ლოგიკის ფარგლებში მოქცევა ძნელია. ამიტომ ამ კითხვაზე კომენტარისაგან თავს შევიკავებდი.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით