ციფრული სააგენტო „ლივინგსტონი“ Google-ის ოფიციალური პარტნიორია. პარტნიორობა საკმაოდ მრავალფუნქციურია, თუმცა უმთავრესი ის არის, რომ საშუალებას იძლევა, უშუალო კავშირზე იყო Google-ის მარკეტერებთან. ეს პარტნიორობა არაჩვეულებრივი საშუალებაა „ლივინგსტონის“ პარტნიორი კომპანიებისათვის, იყონ მაქსიმალურად ახლოს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან. „გუგლის“ პარტნიორობა თავის თავში მოიცავს გარკვეულ ვალდებულებებსაც, რომელიც „ლივინგსტონს“ დაეკისრა. „გუგლი“ აწესებს სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია. ძირითადად, ეს წარმატებულ სარეკლამო კამპანიებს ეხება.
პარტნიორობა „ლივინგსტონში“ ცვლილებებსაც განაპირობებს. ცვლილებებში შედის რეკლამაზე მომუშავე მარკეტერების გადამზადება-სერტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ გარდა სარეკლამო კამპანიების წარმატებით განხორციელებისა, მნიშვნელოვანია მათი კონტროლი. ყურადღება უნდა მიექცეს კამპანიის სტაბილურ მიმდინარეობას, ეს პარტნიორობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. „გუგლი“ 24 საათში ერთხელ აფასებს პარტნიორი კომპანიის მუშაობის ეფექტურობას სხვადასხვა პარამეტრებით, ადგენს სპეციალურ კოეფიციენტს, შემდეგ კომპანია ვალდებულია, შეინარჩუნოს ის.
პარტნიორობის მიღწევა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ქართულმა კომპანია „ლივინგსტონმა“ ეტაპობრივად დაძლია. ოთხი ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს არის ისტორია არანაკლებ 90 დღისა, სარეკლამო ბიუჯეტი, მინიმუმ ორი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და ნაჩვენები საუკეთესო სარეკლამო შედეგები.
Leavingstone „გუგლის“ ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია არამარტო საქართველოში, არამედ - ამიერკავკასიაშიც.
https://www.google.com/partners/?hl=en-US#a_profile;idtf=2867863468
ამ პარტნიორობით, საქართველო ტექნოლოგიურ რუკაზე გამოჩნდა. პარტნიორობიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ქართულ რეკლამებს ექმნებოდა Google Adwords პლატფორმაზე. პარტნიორობა იძლევა რეკლამის გარკვეული დროით დაბლოკვის თავიდან აცილების საშუალებას, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვარდება უნიკოდის პრობლემაც და ქართული რეკლამები გახდება ისეთივე აღქმადი, როგორც სხვაენოვანი.
„ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა „ლივინგსტონის“ აღმასრულებელ დირექტორს, ვახო ვახტანგიშვილს:
„ლივინგსტონის“ და „გუგლის“ პარტნიორობა, ქართულ კომპანიებს გარანტიას აძლევს, რომ მათი სარეკლამო კამპანია იქნება ხარისხიანი. ეს „გუგლის“ უძლიერესი სარეკლამო სისტემის ოპტიმალურად გამოყენების საუკეთესო საშუალებაა. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება, გადაიჭრას „ლივინგსტონის“ კლიენტების და არამარტო მათი კომპანიის პრობლემები.
„ლივინგსტონის“ და „გუგლის“ პარტნიორობა მნიშვნელოვნად ამარტივებს რეკლამის გენერირებას საჭირო აუდიტორიაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება „გუგლსა“ და „ფეისბუქს“ შორის. „გუგლი“ იძლევა საშუალებას, საძიებო სიტყვებიდან გამომდინარე, უკვე შექმნილ მოთხოვნას გასცეს ადეკვატური პასუხი. სწორედ ეს არის მისი სისტემის უპირატესობა. ეს პარტნიორობა, თავის მხრივ, ყველა კომპანიას შეუმცირებს ხარჯებს და მისცემს საშუალებას, წინასწარ განსზღვრული სარეკლამო ბიუჯეტით, მინიმუმ ორჯერ უკეთესი შედეგი მიიღოს“.
(R)