ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მიერ დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის, ვახტანგ ვარსიმაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის ოჯახის წევრებმა აცნობეს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

მათი თქმით, ვახტანგ ვარსიმაშვილი შედარებით გამოკეთდა. ის ახერხებს საუბარს, თუმცა ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ახლობლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გუშინ ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ის დაჭრილია მუცლის არეში და მკლავში. ექიმები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება ბიძინა მურადაშვილს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში