სახელმწიფო ჰიმნის შესრულების წესში ცვლილებებია

სადღესასწაულო ცერემონიებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ გამართული ღონისძიებების დროს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების წესში ცვლილებებია. მთავარი ცვლილება არის ის, რომ სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი, ასევე სახელმწიფო დროშასთან, გერბთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის ბრძანებულებების ნაცვლად, პარლამენტის დადგენილებებით დარეგულირდება. სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი გამოყენების თემაზე დღეს პარლამენტის ბიუროს რამდენიმე დადგენილების პროექტი წარედგინება.

სახელმწიფო ჰიმნის შესრულებასთან დაკავშირებით იცვლება ის, რომ შესაბამისი დადგენილების პროექტის თანახმად, ჰიმნი პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ შესრულდება. გარდა ამისა, ჰიმნი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგაც შესრულდება, მაგრამ არა უზენაესი სასამართლოს ყოველი მოსამართლის არჩევისას, როგორც ამას პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს. ჰიმნის შესრულება სავალდებულო იქნება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის და დეპუტატების მიერ ფიცის დადების შემდეგ.

პრეზიდენტის ბრძანებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება სადღესასწაულო ცერემონიებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ გამართული შემდეგი ღონისძიებების დროს: საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას; საქართველოს ახალი პრეზიდენტის სახელმწიფოს სათავეში ოფიციალურად ჩადგომის ცერემონიის დროს ფიცის დადების შემდეგ; პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას; პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის, მთავრობის წევრების, ავტონომიურ ფორმირებათა ხელმძღვანელების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობებზე დანიშვნისას; სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას; ძეგლების ან ძეგლის დასადგმელი ადგილის საზეიმო გახსნისას; საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისა და დახურვისას და საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დაწყებისა და დამთავრებისას.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას