შსს-ს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა და სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა ახალი, 3D ბილეთების პრეზენტაცია გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის მიღების მსურველები თეორიულ გამოცდას მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან ახალი, 3D ბილეთებით ჩააბარებენ. ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეომასალა.

ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან ნახვა. თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვლება, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს.

ახალი ბილეთებით გამოცდის ჩაბარება ქართულ, ოსურ, აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და სომხურ ენებზეა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს განახლებული ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე sagency.ge-ზე შეუძლიათ.

საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას სხვადასხვა სფეროში. მართვის მოწმობის გაცემისა და გამოცდების ჩაბარების წესში ცვლილებები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვით განხორციელდა. საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც შექმნილი იყო ძველი საგამოცდო ბილეთები, 2013 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა. იმავე დღეს ამოქმედდა ახალი კანონი, რის მიხედვითაც ახალი ბილეთები შეიქმნა.

იხილეთ ვიდეო: რა ცვლილებებია მართვის მოწმობის გამოცდაში: 3D ბილეთები, რეალური ქუჩები და ვიდეომასალა

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში