მეტეხის ხიდს დღეიდან წმინდა 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი ეწოდება

მეტეხის ხიდს დღეიდან წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი ეწოდება. ამის შესახებ უკვე წმინდა 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე პარაკლისის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარაკლისზე ასევე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია.

წმინდა 100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად ხიდზე უამრავი ადამიანი დღეს თბილისის სხვადასხვა უბნებიდან შეიკრიბა. ისინი იქ ყვავილებითა და სანთლებით მივიდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად ხიდზე პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესმა შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა და მორწმუნეებმა ხიდიდან მტკვარში ყვავილები ჩაყარეს, ნიშნად 100 ათასი მოწამის პატივისცემისა და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.

იხილეთ ბმული: ზღვა ხალხი და საზეიმო პარაკლისი - მეტეხის ხიდს 100 ათასი მოწამის სახელი მიენიჭა

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება