მეტეხის ხიდს 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი ეწოდება. ამის შესახებ გუშინ, მეტეხის ხიდზე პარაკლისის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარაკლისზე ასევე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია.
წმინდა 100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად ხიდზე უამრავი ადამიანი თბილისის სხვადასხვა უბნებიდან შეიკრიბა. ისინი იქ ყვავილებითა და სანთლებით მივიდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად ხიდზე პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილი მრევლი, სრულიად საქართველო დალოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ ტრადიციულად კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებმა ხიდიდან მტკვარში ყვავილები ჩაყარეს, ნიშნად 100 ათასი მოწამის პატივისცემისა და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"