დავით ნარმანია ვეტერანი ფეხბურთელების დაჯილდოებას დაესწრო

თბილისის "დინამოს" საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 50 წელი გავიდა. ვეტერან ფეხბურთელებს დღეს დედაქალაქის საკრებულომ უმასპინძლა. ვეტერანი ფეხბურთელების დაჯილდოება საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ვეტერანი ფეხბურთელები - ილია დათუნაშვილი, გიორგი სიჭინავა და ვლადიმერ ბარქაია, "დინამოს" გარდაცვლილი ფეხბურთელების ოჯახის წევრები და შთამომავლები ესწრებოდნენ.

"ნახევარი საუკუნე გავიდა ბრწყინვალე გამარჯვებიდან, რომელიც თბილისის "დინამომ", ფაქტიურად, საქართველოს იმდროინდელმა ნაკრებმა, ტაშკენტში, მოსკოვის "ტორპედოსთან" დაუვიწყარ მატჩში მოიპოვა და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ჩვენმა თაობამ მშობლებისგან იცის, რომ ქართველმა ხალხმა იმ გამარჯვებას "ქართული ფეხბურთის დიდგორი" უწოდა. ყველა გულშემატკივარს გვაქვს ნანახი InterPressNews.Geისტორიული კადრები: ილია დათუნაშვილის შეუდარებელი გოლი, მიშა მესხის გენიალური ფინტი, ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის აღფრთოვანება. სამწუხაროდ, დაუვიწყარი მატჩის ბევრი მონაწილე უკვე აღარ არის ჩვენს გვერდით, ამიტომ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით მივესალმო ბატონ ილია დათუნაშვილს, ვლადიმერ ბარქაიას და გიორგი სიჭინავას, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე", - განაცხადა თბილისის მერმა მისასალმებელ სიტყვაში.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ დაუვიწყარი მატჩის მონაწილეთა დამსახურება სათანადოდ დაფასდეს.

დღესვე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ,,ოქროს ბიჭების" მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა გაიხსნა ასევე ვეტერანი ფეხბურთელის სერგო კოტრიკაძის სახლის ფასადზე.

50 წლის წინ, 18 ნოემბერს, თბილისის "დინამომ" პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. 1964 წელს თბილისის "დინამომ" მოსკოვის "ტორპედო" 4:1 დაამარცხა, რამაც "დინამოს" ოქროს გუნდის, ფეხბურთელებს კი "ოქროს ბიჭების" სახელი მოუტანა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში