საქართველოში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რესპირატორული ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ ქაცარავამ განუცხადა, აღნიშნული დაავდადება ძალიან მძიმე, პროგრესირებადია და მოსახლეობაში მაღალ სიკვდილიანობას იწვევს.
"ჩვენ ვცდილობთ დიაგნოსტიკიის, მკურნალობის თვალსაზრისით ინფორმაცია ჩვენს კოლეგებთან მივიტანოთ. ღონისძიების ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "სანდოსი". შეხვედრაზე რესპირატორული ასოციაციის სპეციალისტებმა მოხსენებები წაიკითხეს. ჩვენ ოჯახის ექიმებთან, განყოფილების ექიმებთან ტრენინგებს ვატარებთ, ვაცნობთ მათ დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. პაციენტებში უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ", - აღნიშნა ვახტანგ ქაცარავამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"