საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა ქართველი იურისტების მხარდაჭერით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, პარაოლიმპიელთა დასახმარებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც იურისტებმა ხალხური და საესტრადო სიმღერები შეასრულეს.
"პარაოლიმპიური თამაშები, ეს არის ოლიმპიური თამაშების მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. პარაოლიმპიელებმა ბევრ ჩვენგანზე მეტი შეძლეს, ისინი სხვებს აძლევენ სტიმულს და გვაოცებენ უსაზღვრო შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ ქართველი იურისტები ერთიანდებიან, რათა ყველას გააგებინონ ამ ადამიანების შესახებ. ასევე, იზრუნონ მათი უფლებათა რეალიზებისთვის და იმისათვის რომ პარაოლიმპიელებმა მეტი სტიმულით გააგრძელონ ჩვენთვის საოცარი მაგალითების მოცემა", - განაცხადეს პროკურორებმა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას პროკურორები გიორგი გვარაკიძე და ლანა ცერცვაძე იღებდნენ.
"საქართველოს პროკურატურა მიესალმება მსგავსი სახის აქციებს და ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივებს", - აცხადებენ პროკურატურაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"