ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს. ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის გამყიდველმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეს ამბავი მისთვის დილით გახდა ცნობილი.
"საღამოს არაფერი შემიმჩნევია. დილით, აპარატთან მივიდა ერთ-ერთი მომხმარებელი და მან შენიშნა, რომ აპარატი გატეხილი იყო, მეტი არაფერი ვიცი. ახლა სამართალდამცავები არკვევენ თუ რა მოხდა. როგორც ვიცი აპარატთან ვიდეო თვალი იყო დაყენებული", - განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა ცისანა კონტრიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"