დღეიდან „სილქნეტის“ საგანმანათლებლო პროექტს - „საშინაო სკოლა“ დაემატა ინგლისური ენის დაწყებითი კლასების სასკოლო პროგრამა და გრამატიკული კურსი აბიტურიენტებისთვის.
ინგლისურის პროგრამა მოიცავს მაკმილანის მეთოდის გაკვეთილებს, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ისწავლება. თითოეული ვიდეოგაკვეთილი 15-20 წუთი გრძელდება. მოზარდს მისთვის მისაღებ დროს შეუძლია გადაიმეოროს გაკვეთილი, გადაახვიოს და რამდენჯერმე მოისმინოს სასურველი თემა, ყურადღება მიაქციოს გამოთქმებს და ინტონაციას.
სოციალურ–შემეცნებითი პროექტი 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო ხასიათის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს - ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის და ახლა უკვე ინგლისური ენის საგნებში.
სილქნეტი, სატელევიზიო სერვისით Silk TV-ით, 93 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება თბილისსა და რეგიონებს. თითოეულ მათგანს სრულიად უფასოდ აქვთ გააქტიურებული „საშინაო სკოლა“, რაც ახალი ფორმატით და მეთოდით ცოდნის მიღებაში ეხმარება მოსწავლეებს.
დაარსების დღიდან დღემდე პროგრამას 2 მილიონამდე ნახვა აქვს.
(R)