ჭავჭავაძის N49-ში მდებარე აქსისის ახალ პროექტზე ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის ინფორმაცია გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წუხილი გამოიწვია.
„აქსისმა“ გამოთქვა სურვილი სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და აგრეთვე დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, ერთად განიხილონ პროექტის დეტალები და მისი როლი უბნის და ზოგადად ქალაქის განვითარებაში.
მოსახლეობის წუხილის მთავარ თემებს წარმოადგენდა: გზის გადაკეტვა, 40 სართულიანი შენობის მშენებლობა, ხეების გაჩეხვა და გზების გადატვირთვა მანქანებით.
კომპანია ამ პრობლემებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული. ისინი სათითაოდ პასუხობენ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს.
“ ჩვენი კომპლექსი შედგება ოთხი ბლოკისგან, რომელთაგან ორი კოშკი - ერთი 25 სართულიანი, ხოლო მეორე -20, უყურებს ვაკის პარკისა და კუს ტბის ხედებს და გადის პირდაპირ ჭავჭავაძის გამზირზე.
საფეხმავლო ბილიკი (გაჩერებიდან ვაკის საცურაო აუზამდე) გადაკეტილი იყო დროებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. გზა უკვე გაიხსნა, ერთ კვირაში დამონტაჟდება ლამპიონებიც და მოსახლეობა შეძლებს ჩვეული გზით მოძრაობას.
რაც შეეხება მანქანებით გადატვირთვას, ბუნებრივია, რომ მათი რაოდენობა მოიმატებს, თუმცა აქსისის ობიექტს ექნება თავისი ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რის გამოც პარკირების პრობლემა არ შეიქმნება.
ამას გარდა, სამივე ქუჩის მხრიდან ტროტუარები ფართოვდება 5-დან 11 მეტრამდე. აქსისი საკუთარი ტერიტორიიდან 2000 კვ.მ.-ს ხელმისაწვდომს ხდის საჯარო მოხმარებისთვის. კერძოდ, ჩვენი ტერიტორიის ხარჯზე ვაფართოვებთ გზას სამივე მხრიდან. შედეგად, ორ ქუჩას - ხაბეიშვილის და ვაკის საცურაო აუზთან ჩამავალ ქუჩებს, სადაც მუდმივად საცობი იყო, ემატება თითო სამანქანო ზოლი. თითო ზოლს ექნება 2000-3000 მანქანამდე გამტარიანობა დღეში, მაშინ, როდესაც ჩვენი კომპლექსი დაამატებს უბანში დაახლოებით 200 მანქანას.
ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ეს პირველი შემთხვევა არ იქნება ჩვენი კომპანიისთვის. ასეთი პრაქტიკა უკვე გვქონდა ჩვენს მეორე ობიექტზე - აქსის პალასი 1-ზე, სადაც ბახტრიონის მხარეს ტროტუარი გავაორმაგეთ ჩვენი ფართის ხარჯზე, ხოლო აქსის პალასი 2 აგრეთვე ჩვენს ტერიტორიაზე გავჭერით სასეირნო ქუჩა ბახტრიონიდან საბურთალოზე.
ჩვენი მიზანია, რომ აქსისის პროექტებმა დადებითი ზეგავლენა მოახდინონ თვითონ იმ მიკროუბანზე, რომელშიც ჩვენ შევდივართ. დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა მარკეტიც კი არ არის. ეს შენობა გახდება უბნის და ქალაქის ლენდმარკი, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა და კომერციული ფართების გაჩენით აქ ახალი სიცოცხლე შემოვა. ეს ყველაფერი ერთად რა თქმა უნდა მთლიანად უბნის პრესტიჟულობა და შესაბამისად ფასსაც გაზრდის.
აქსისი ყველა თავის პროექტზე მაქსიმალურად ინარჩუნებს ბუნებრივ მწვანე ზონას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭავჭავაძის 49-ში ერთი ბუჩქიც არ მოუჭრია კომპანიას. უფრო მეტიც, ჩვენ ვაპირებთ ამ ბუნებრივი რეკრეაციული ზონის შენარჩუნებასა, კეთილმოწყობას. ის ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვის, შესაბამისად ამ ზონით ისარგებლებენ უბნის უკვე არსებული მაცხოვრებლები.“
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"