ბიძინა ივანიშვილი - ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო

ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, დაცვა "ძალიან აქტიურობს" და "ბიჭებს ყოველდღე" ეუბნება, რომ "უფრო დინჯად" უნდა მოიქცნენ. "პრემიერზე ვიტყვი განსაკუთრებით, რომელსაც მე დავუტოვე ჩემი თანამდებობა. მისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი – შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა და საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორითთქო. დაცვა ძალიან აქტურობს და პრინციპში, დღესაც პრობლემა მაქვს, ბიჭებს ყოველდღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ნათესავებიც. "ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები და კარგად იცით, როცა ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, ჯანყარაშვილი დაიხმარა და მას პოსტიც ეკავა. ვფიქრობ, დროზე ვერ გაკეთდა რეაქცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი საშინელება არ მომხდარა. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, ნახა, რომ ასე არ შეიძლება და არ ვარგა, მოუსმინა საზოგადოებას და მან გააკეთა დასკვნები", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არ ეთანხმება შეფასებას, რომ საქართველოს ღარიბაშვილის ნათესავები მართავენ. "მე არ ვეთანხმები, რომ ღარიბაშვილის ნათესავები მართავენ მთელ საქართველოს. "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა და ოპონირება, უკაცრავად ვარ, მაგრამ ანაგვიანებს პოლიტიკურ ველს. საზოგადოებას ძალიან აფერხებს და ხელს უშლის სწორი ანალიზის გაკეთებაში, მათ შორის მეც, იმდენს საუბრობენ, საზოგადოებას უჭირს ამოარჩიოს, რა ხდება", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, შეეცვალა თუ არა მთავრობაზე წარმოდგენა ერთი წლის განმავლობაში, ივანიშვილის თქმით, ახლაც იგივეს ფიქრობს. "სრულებითაც არ შემცვლია. სწორედ რომ ევროპული ტიპის მთავრობა დავტოვე და დღესაც იგივე აზრზე ვარ", - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა-თქო - ბიძინა ივანიშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო