დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის შეფასებას ეხმაურება

თბილისის მერი დავით ნარმანია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2015 წელს მუშაობის ტემპი უფრო მაღალი იქნება.

როგორც ნარმანიამ ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

"ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მიუხედავად მრავალი წინაღმდეგობისა, საბოტაჟისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და აქტიურად ვიმუშავეთ. 2015 წელს მუშაობის ტემპები იქნება უფრო მაღალი და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. გვაქვს დაგეგმილი პროექტები და პროგრამები, რომლებიც უფრო ეფექტიანად შეგვიძლია განვახორციელოთ, ვიდრე ის დანატოვარი, რომელიც ბევრი ხარვეზით ხასიათდებოდა და რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო მოვანდომეთ", - აღნიშნა ნარმანიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანიას მერობა რაღაც ეტაპზე გაუჭირდა.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. ამასთან, ივანიშვილის თქმით, მთლიანობაში ნარმანიასთან მიმართებაში არ შემცდარა.

"როდესაც ნარმანია წარვადგინე, ვთქვი, რომ კარგი მერი იქნებოდა და არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა და პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს, ვერ შეეწყო დასაწყისში თბილისის მერობას. ამავდროულად, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეწყო. რაღაც ეტაპზე მას გაუჭირდა. ნარმანია მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ განახორციელოს ის ფუნქციები, რაც მას ევალება. მე მომწონს მისი მეთოდურობა და მისი ინერტულობაც, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან", - განაცხადა ივანიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია