მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუთი გაოცებულია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუთი გაოცებულია.

როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ ის ქვეყანაში ვერც ერთი მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.

"ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად მოსწონს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში ლარის კურსის ვარდნის ჩათვლით და შესაბამისად, მე გამიჩნდა განცდა, რომ იგი არაფრის შეცვლას არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს ჭარბი ავტორიტეტი და ამითი აიხსნება ის გავლენა, რომელსაც იგი ახდენს მთავრობის მუშაობაზე. ეს არის იმის აღიარება, რომ მისი კარნახით მოქმედებს პრემიერ-მინისტრი და შესაბმისად მთავრობაც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აღნიშნა, რომ გასაკვირია რატომ არ ისაუბრა ყოფილმა პრემიერმა იმ არასამთავრობოებზე, რომლებიც ბოლო დროს ჭარბად მომრავლდა და რომლებსაც რუსული ორიენტაცია აქვთ.

"ჩემი გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ ბოლო დროს ჭარბად გამრავლებული რუსული ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაციები საერთოდ არ მოხვდა მისი ყურადღების ცენტრში და მას სიტყვა არ დაუძრავს მათ შესახებ, და არ დაინტერესებულა მათი საქმინობით. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან დიდი როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიის პროცესში მათი არსებობა არის აუცილებელი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით, ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განხორციელებული საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის მითითებით არის განხორციელებული.

"ის საკადრო წმენდა, რომლის მოწმეც ჩვენ ვიყავით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც თითქოს საკუთარი ნებით, დატოვეს მაღალი თანამდებობები, მიმაჩნია, რომ არის ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს