ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების არაადეკვატური განცხადებები გააკეთა, თითქოს ლარის გაუფასურება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, კარგია.

"ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ ლარის გაუფასურების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, მათ შორის: პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ექიმებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ან ხელფასს ან სოციალურ დახმარებას. პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი აქვთ აღებული დოლარში და გაცილებით მეტის გადახდა უწევთ საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ვიდრე აქამდე უწევდათ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს პატარა ქვეყანა ამბიციების გარეშე და ნელი ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

"ამ ადამიანის გადმოსახედიდან, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდია და უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი შვილების და შვილიშვილების ცხოვრება, ცხადია ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ ეს პრობლემა არის საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ვისაც გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა მაინც მოასწრონ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დეპუტატის თქმით, ივანიშვილმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ მზად არის დაჯდეს დებატებში ნებისმიერთან, ვინც ამტკიცებს, რომ ლარის გაუფასურება არის პრობლემა და ეკონომიკაში არის პრობლემები.

"მე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიცური პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ვაცხადებ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს, როცა ეს ადამიანი ჩათვლის, რომ მზად არის, დავჯდე მასთან პირდაპირ ეთერში და ავუხსნა რატომ არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის პრობლემა და როგორ აზარალებს ეს საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში