ალექსანდერ ვერშბოუ - საქართველო შეიძლება უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს აღებული კურსით გააგრძელონ მუშაობა.

როგორც ალექსანდერ ვერშბოუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ჭეშმარიტად განსაკუთრებული პარტნიორია ალიანსის.

"საქართველო შეიძლება გახდეს უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, რაც თვალნათლივ არის წარმოჩენილი თქვენი ჯარების ჩართულობით, მისიაში მონაწილეობით, მნიშვნელოვანი სამხედრო კონტიგენტით. საქართველო ახორციელებს აღსანიშნავ დემოკრატიულ რეფორმებს, ჩვენ დავინახეთ ფაქტიურად განვითარებული მომწიფებული დემოკრატია. მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ლიდერებს თქვენი ქვეყნისა, გააგრძელონ ყოფნა ამ მდგომარეობაში, ამ კურსით მოძრაობა. მოვუწოდებ ყველა პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ინსტიტუტების დემოკრატიზაციისთვის და ძალიან მაღალი თვალზარისით ვაფასებ იმ რეფორმებს, რომელიც ჩატარდა და რომელიც პრიორტეტული რეფორმების სიაში აქვს საქართველოს მთავრობას, არა მარტო თავდაცვის რეფორმა იგულისხმება აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა მმართველობის გაუმჯობესება ყველა დონეზე. ეს გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი", - განაცხადა ვერშბოუმ.

მისი თქმით, გასული წლის სამიტის შემდეგ ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერება დაიწყო, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ამყარებს.

"აღნიშნული პაკეტი საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს. ხვალ მექნება ვიზიტი ერთ-ერთ ადგილას, სადაც შეიძლება ცენტრი გაიხსნას. საქართველო და ჩვენ ერთგულები ვართ იმ იდეის, რომ ცენტრმა უნდა დაიწყოს მოქმედება წლის ბოლოსთვის და საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორი გაძლიერდეს", - განაცხადა გუშინ ვერშბოუმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში