ალექსანდერ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნას დაესწრო

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, თავდაცვის მინისტრთან და შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნას დაესწრო.

ვაზიანის პოლიგონზე, სპეციალურად ვერშბოუსთვის, მხარდამჭერი ელემენტებით ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა, რაც სტუმრისთვის პოლიგონის შესაძლებობების გაცნობას ისახავს მიზნად. წვრთნის დაწყებამდე მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის თანაშემწემ ვერშბოუს წარუდგინა ინფორმაცია - წვრთნის მიზნისა და ამოცანების, მონაწილე ელემენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელი სწავლების მიზანია თავდაცვით ოპერაციებში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწა და სწრაფი რეაგირება. სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით წვრთნების მთავარი ამოცანაა, ქართულმა ქვედანაყოფებმა არ დაუშვან მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში. მასშტაბური ხასიათის სწავლებაში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონის სამედიცინო ჯგუფის, ასევე ავიაციის საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფების 425 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. წვრთნაში ორი ერთეული "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, ასევე მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო სისტემები და პირველი საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული სისტემებიც მონაწილეობდა.

საჩვენებელი სწავლების მერე ალექსანდერ ვერშბოუ, მინდია ჯანელიძე და ვახტანგ კაპანაძე მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადას ესტუმრებიან, სადაც დაათვალიერებინებენ ნატო-ს სტანდარტების შესაბამის მსუბუქ შეარაღებასა და ქართული ჯარის ეკიპირებას, ასევე უმასპინძლებენ ვირტუალური სიმულაციების სწავლების ცენტრშიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში