ალექსანდერ ვერშბოუ - საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონისთვის

საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო არის უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს. "ჩვენ ძალიან კარგი დისკუსიები გვქონდა ნატო-საქართველოს ურთიერთობების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. საქართველო არის ნატოს ძალიან ძლიერი პარტნიორი სახელმწიფო. ქართველმა ხალხმა გააკეთა ევროატლანტიკური არჩევანი - ეს სწორედ მათი არჩევანია და სხვას არ აქვს უფლება ჩაერიოს. ჩვენ ვნახეთ მართლაც დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის თავდაცვის სფეროში, საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ გზას, რეფორმების გზით სვლას, ხდება იუსტიციის სამსახურების რეფორმა. გასული წლიდან კიდევ უფრო გაღრმავდა ჩვენი თანამშრომლობა", - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და მიესალმა მთავრობის პოზიციასაც, რომ კონფლიქტური რეგიონების პრობლემა მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.

"ნატოს პრინციპები ძალიან ნათელია, ის არ შეცვლილა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას. მან უკვე აირჩია თავისი მოკავშირეები. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტიოლება არ შეცვლილა, არ შეიცვლება და ის ადრე თუ გვიან გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ საქართველოს პოზიციას (და დარწმუნებული ვარ, ამას ახორციელებს კიდეც), რომ მშვიდობიანი გზით გადაჭრას პრობლემა აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო რთული ხდება იმ უკანონო ხელშეკრულების გამო, რომელიც დაგმო ნატომ. საქართველო არის მაგალითი რეგიონისთვის - სამაგლითო ქვეყანაა. ის არის ექსპორტიორი ქვეყანა უსაფრთხოებისა. არის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს, დემოკრატიულ რეფორმებს საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ და ეს არის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს თავის სუვერენულ არჩევანს. რაღაც სამუშაო უნდა გატარდეს მომავალშიც, მაგრამ თქვენ უფრო და უფრო უახლოვდებით მიზანს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას'', - განაცხადა ვერშბოუმ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
აკაკი მშვიდობაძე - 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 200 ათასამდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას
თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს