ალექსანდერ ვერშბოუ - მთავარ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე ტიპის იარაღი, რომლითაც მოსკოვი სეპარატისტებს ამარაგებს

ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს მთელ 100 კილომეტრიან მონაკვეთს საზღვარზე და შეუძლია, უკრაინაში ჯარები ნებისმიერ დროს შეიყვანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ალიანსისთვის უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის რუსი ჯარისკაცი იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა მთავარ პრობლემას თანამედროვე ტიპის იარაღი წარმოადგენს, რომლითაც მოსკოვი სეპარატისტებს ამარაგებს.

"უკრაინაში სიტუაცია მართლაც ძალიან საშიში და სახიფათოა. ხდება დაძაბულობის ესკალაცია. რუსეთს არ გააჩნია სურვილი, შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები და მხარს უჭერს სეპარატისტებს იარაღით და უშუალოდ ჯარისკაცებითაც. ამდენად, ამოცანა გახლავთ, რომ ვნახოთ გზა, დავუბრუნდეთ მინსკის ხელშეკრულებას, რომელიც იძლევა საშუალებას, მიღწეულ იქნეს დეესკალაცია. რუსეთს ამ ხელშეკრულების ზოგიერთი დებულება მოსწონს, თითქოს მზადაა, ზოგიერთი განახორციელოს, თუმცა ნაწილის სრულ იგნოზირებას ახდენს. ეს დაუშვებელია. რაც შეეხება სამხედროების რაოდენობას, ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი ჯარისკაცი იბრძვის სეპარატისტების მხარეზე. არის უთანამედროვესი იარაღებიც, მათ შორის არტილერია, რომლის დამოუკიდებლად გამოყენება არ შეუძლიათ სეპარატისტებს. ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს მთელ 100 კილომეტრიან მონაკვეთს საზღვარზე და მას შეუძლია, ნებისმიერ დროს შეიყვანოს ჯარები. ამდენად, ჩვენ არ ვიცით, ზუსტი რაოდენობა რუსი ჯარისკაცების, მაგრამ ვიცით, რომ არის თანამედროვე რუსული იარაღი, რომელიც შეტანილი აქვს ტერიტორიაზე და რომელიც ყველაზე სერიოზული პრობლემაა", - აღნიშნა ვერშბოუმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს