ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნები უცვლელია და ისინი ხელისუფლებას პრობლემების დროულად მოგვარებას და გრძელვადიანი სესხების გაცემას თხოვენ.
,,რამდენიმე წელია ქუჩაში ვდგავართ და ჩვენი მოთხოვნები ისევ უცვლელია. ისეთი ხალხი მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომ ჯერ კიდევ ვერ დაძღნენ, ჩვენი პრობლემები კი ისევ დაავიწყდათ და არაფრის გაკეთებას არ აპირებენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე თქმით, იპოთეკით დაზარალებულები მსგავს აქციებს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან პერმანენტულად ჩაატარებენ.