დიასპორის სამინისტრო ქაშუეთის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატს "შენ ხარ ვენახი" შესწირავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქაშუეთის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატს "შენ ხარ ვენახი" შესწირავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ხატი სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, ქართული დიასპორის სახელზე, გასული წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას შეიძინეს.

"2014 წლის 14 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით "გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში" ქართული დიასპორის მხარდასაჭერად გაიმართა დიასპორული მარათონი, რომელმაც უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად სტარტი უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და სიმბოლურად, თავისუფლების მოედანზე დასრულდა, სადაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა, საკუთარი სახსრებით შეძენილი ღვთისმშობლის ხატი გადასცეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა, უკრაინელმა მეგობრებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და გამოითქვა სურვილი, რომ დიასპორის სახელზე შეძენილი ხატი ეკლესიისთვის ყოფილიყო შეწირული", _ აცხადებენ აპარატში.

მათივე განცხადებით, ქაშვეთის ეკლესიაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის "შენ ხარ ვენახი" წინაშე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და სამშობლოში მაცხოვრებელ მათ ნათესავებს შეეძლებათ ლოცვა აღავლინონ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს