კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს

კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ თემასთან დაკავშირებით ხვალ, 11:00 საათზე, სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. უწყების ინფორმაციით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც წარმოადგენს ამ სფეროს განვითარების გრძელვადიან ხედვას.

"შედეგად, მიღებული იქნება ორი დოკუმენტი - კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2025 წლამდე) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა(2016-2017). ამ თემას მიეძღვნა 30 იანვარს გამართული კონფერენცია, რომელმაც დასაბამი დაუდო კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს. ღონისძიებაზე წარმოადგინეს სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ღია და გამჭვირვალეა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მასში ჩართულნი არიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კვლავ იწვევს კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად, ამასთან, მარტის პირველი კვირიდან, საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს გასვლით სამუშაო შეხვედრებს კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში