"ახალგაზრდა ადვოკატები" დღეს ახალ იურიდიულ ბრენდს ,,კაიკაციშვილი & ადვოკატები" დაფუძნებს

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" სამართლის ჯგუფის მონაწილეობით, დღეს ახალი იურიდიული ბრენდი ,,კაიკაციშვილი & ადვოკატები" დაფუძნდება.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, ახალი იურიდიული კომპანიის მიზანია საზოგადოებას შესთავაზოს იურიდიული მომსახურების ახალი სტანდარტები და საქართველოში საადვოკატო მომსახურება, ყველა საზოგადოებრივი სტატუსის მქონე მოქალაქისთვის, გახადოს ხელმისაწვდომი.

იურიდიული კომპანიის მთავარი ღირებულება იქნება კლიენტის საუკეთესო ინტერსების დაცვა და ამ მიმართულებით, წარმომადგენლობით ურთიერთობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა.

კომპანია ორიენტირებული იქნება პრეცედენტული დავების მიღებაზე. პრიორიტეტი მიენიჭება საკუთრების უფლებასთან, სახელშეკრულებო დავებთან, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ სამართლებრივ საქმეებს. კომპანიას საზოგადოებისთვის ექნება ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი შეთავაზებები, მომსახურების სერვისის ახალი არჩევანი, რომელიც დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდება. დაგეგმილია კომპანიის ახალი გუნდის წარდგენაც. პრეზენტაციას ადვოკატები, სამართლის სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტური კორპუსი დაესწრება. ღონისძიება სასტუმრო ,,ვერე პალასში" გაიმართება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს