თემურ მაისურაძე - სოციალურ პროექტებზე გაღებული ხარჯები მოკლევადიანი და არაეფექტურია

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი" წარმომადგენლის, თემურ მაისურაძის შეფასებით, იმპორტ-ექსპორტის ბალანსის ქვეყნის სასარგებლოდ შეცვლა, შესაძლებელია.

როგორც მაისურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მეტწილად აქცენტი ენერგორესურსებზეა გადატანილი, მაგრამ არსებობს პროექტები, რომელიც კონკურენტუნარიანი შეიძლება გახდეს.

"რეალურად საქართველოში მართლაც შეიქმნა კონკრეტული გარემოებები, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული ღონისძიებების განხორცილება დაგვჭირდება, რათა იმპორტ-ექსპორტის ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ. ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ შევისწავლოთ იმ ნაკადების დინამიკა, თუ რა იმპორტული პროდუქცია შემოედინება ქვეყანაში - განსაკუთრებით ეს არის კერამიკული ნაწარმი, ძალიან გამიკვირდა და, საქართველოში "გიფსიც" შემოგვაქვს, მაშინ როცა ქვეყანაში არის საბადო იმისთვის, რომ "გიფსი" მოვიპოვოთ. ასევეა ტრიკოტაჟის ნაწარმი, რომლის წარმოებაც საქართველოში შეიძლება. გვაქვს რესურსი იმისა, რომ ხე-ტყის პროდუქცია – ავეჯის წარმოება სერიოზულ დონეზე ავიყვანოთ. მათ შორის ხის სახლების წარმოება. საქართველოში შექმნილია ინოვაციების და ტექნოლოგოების სააგენტო, სადაც საკმაოდ ბევრი სიახლე და ნოვაცია იყრის თავს. ეს ინოვაციები განხილული უნდა იყოს როგორც ახალი პროექტები, რომელიც ინვესტორებს უნდა წარვუდგინოთ", - განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სოციალური მდგომარეობა უფრო და უფრო დამძინდა, სოციალურ პროექტებზე გაღებული ხარჯები მოკლევადიანი და არაეფექტურია.

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ფული ეკონომიკის გაძლიერებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში წავიდეს. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ თითო ოჯახში სულ მცირე ერთი დასაქმებული მაინც იყოს. ეს უნდა გახდეს ჩვენი პრიორიტეტი. გარდა ამისა, ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს მეტი კონტროლი სჭირდება, რათა დავინახოთ, რამდენად ეფექტიანია ეს პროექტები", - აღნიშნა მაისურაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა