კომპანია GD-Alco-მ რიგით მერვე, "ვისკის სახლი" ორთაჭალაში, ვახტანგ გორგალის N25-ში გახსნა. "ვისკის სახლი" ბუტიკური ტიპის მაღაზიაა და მომხმარებელს ექსკლუზიური ბრენდების კოლექციას შესთავაზებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" GD-Alco-ს გენერალურმა დირექტორმა ბიძინა გამცემლიძემ განუცხადა, ეს ფილიალი ორთაჭალაში გაიხსნა, რადგან თბილისის ამ რაიონში არ იყო "ვისკის სახლი".
"ნელ-ნელა ვაფართოებთ ფილიალებს თბილისის მასშტაბით. მარტო ჩვენთან არის შესაძლებელი შეიძინოთ ასეთი რაოდენობის სხვადასხვა ვისკები, ღვინოები, არყები. ამ ბრენდების პირდაპირი მომწოდებელი ვართ. ფასიც მისაღებია მომხმარებლისთვის. თბილისში ძალიან პოპულარული გახდა "ვისკის სახლები", - განაცხადა ბიძინა გამცემლიძემ.
"ვისკის სახლში" მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ნებისმიერი სახეობის, ხარისხიანი ალკოჰოლური პროდუქცია იმპორტირებული ხუთი კონტინენტიდან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომ ფასად.
"ვისკის სახლში" წარმოდგენილი 1500-მდე სახეობის პროდუქცია ნებისმიერი გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.
მაღაზიის სტუმრებს შეუძლიათ შეარჩიონ საუკეთესო სასაჩუქრე კომპლექტები, მიიღონ მონაწილეობა დეგუსტაციაში და დააგროვონ სასაჩუქრე ქულები.
საუკეთესო ფასებისა და ფართო ასორტიმენტის გამო, "ვისკის სახლის" ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა დღითიდღე იზრდება და სწორედ ამიტომ კომპანია GD-Alco პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს და ქსელს გეოგრაფიულად სწრაფი ტემპით აფართოვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ამავე ფორმატის მაღაზია გაიხსნა ბაგებშიც (წყნეთის გზატკეცილის N 5).
GD-Alco არის GD ჰოლდინგში შემავალი კომპანია და 10 წელზე მეტია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს ალკოჰოლურ კორპორაციებთან. კომპანიის სამუშაო ასპარეზი ცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს დსთ-ის სხვა ქვეყნებსაც. კომპანია 100%-ით ქართულია და წარმატებით ფართოვდება რეგიონის მაშტაბით. პირველი "ვისკის სახლი" საქართველოში კომპანია GD-Alco-მ 2007 წელს გახსნა. დღეს კი "ვისკის სახლის" ქსელი 8 მაღაზიას ითვლის. ასევე კომპანია ფლობს მაღაზიათა ქსელს "ალკორიუმი".
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"