სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" ჯგუფ "ყვავილნარის" წევრებმა დედაქალაქის #117-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ეზო ყვავილებით გაალამაზეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯგუფის დამაარსებელმა ირინა ღარიბაშვილმა განუცხადა, აქციის მიზანია ბავშვებს პატარაობიდანვე შეაყვარონ ბუნება და მცენარეებთან ურთიერთობა. მისი თქმით, ყვავილების დარგვაში მათთან ერთან მონაწილეობა მიიღეს ბაღის აღსაზრდელებმაც, რითაც პატარები ძალიან გახალისდნენ.
ღარიბაშვილის თქმით, ბაღის გასამწვანებლად "ყვავილნარელებმა" მცენარეები თავად შეიძინეს. სპეციალურად მათთვის მცენარეები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გამოაგზავნეს. "ყვავილნარელებმა" და ბავშვებმა საბავშვო ბაღის ეზოში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ყვავილები და წიწვოვანი მცენარეები დარგეს.
ღონისძიებაში თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა და თბილისის საბავშვო ბაღა-ბაღების მართვის სააგენტომაც მიიღო მონაწილეობა. ყვავილების მოყვარულთა ჯგუფი "ყვავილნარი", რომელიც დღეისათვის 18 ათასამდე წევრს აერთიანებს, მსგავსი აქციების ჩატარებას კიდევ რამოდენიმე საბავშვო ბაღში გეგმავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"