"დედამიწის საათი" საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება

28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ "დედამიწის საათს" აღნიშნავს.

"დედამიწის საათის" ორგანიზატორია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

"დედამიწის საათის" მხარდამჭერები, პარტნიორები - თბილისის მერია, გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ეკოხედვა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი - სარეკლამო სააგენტო "ბეთერფლაი". მედია მხარდაჭერა - ჯეპრა, "რუსთავი 2", რადიო "საქართველო", "აუთდორი", "პალიტრა მედია", "ჯორჯია თუდეი", "ტაბულა", CBW, iPress.ge, BPI, Marketer.ge, ჟურნალი "თბილისელები".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში