"თიბისი ბანკი" მიკროსესხებს მომხმარებლის სამუშაო ადგილზე გასცემს

"თიბისი ბანკმა" მომსახურების ინოვაციური პლატფორმა დანერგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, ამიერიდან "თიბისი ბანკის" მიკრო და აგრობიზნეს მომხმარებლებისთვის სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, საკუთარ სამუშაო ადგილზეა შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" პირველი ქართული ბანკია, რომელმაც მიკრო სესხების გაცემა ბანკის გარეთ, მომხმარებლის სამუშაო ადგილზე დაიწყო.

"დისტანციური მუშაობისთვის ბანკი იყენებს სპეციალურ პლანშეტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა სესხის გაცემა მოხდეს ბანკის ფილიალს გარეთ, კლიენტის სამუშაო ადგილზე, მისი ბიზნესის ლოკაციაში ან მისთვის ხელსაყრელ სხვა ადგილზე", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".

მათივე განმარტებით, სესხის გაცემის პროცედურა დაახლოებით 45 წუთს საჭიროებს. დროის ამ ვადაში:

• ბანკის თანამშრომელი კლიენტს გააცნობს სესხის პირობებს;

• მისი მხრიდან სესხით დაინტერესების შემთხვევაში შეავსებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას და დაამტკიცებს სესხს;

• სესხის თანხას დარიცხავს პლასტიკურ ბარათზე, რომელსაც იქვე გადასცემს მომხმარებელს.

ამ ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით "თიბისი ბანკი" თავის მომხმარებლებს მიკრო სესხებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შესთავაზებს.

ბანკის ინფორმაციით, დღეისათვის აღნიშნულ მომსახურებას "თიბისი ბანკის" 140 თანამშრომელი საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ახორციელებს. მომავალში პლანშეტით მომსახურე ბანკირების რაოდენობა 165-მდე გაიზრდება.

"ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას იმისათვის, რომ "თიბისი ბანკის" მომხმარებლებს გაუმარტივდეთ სესხის აღება და მიიღონ მაქსიმალურად მათზე მორგებული სერვისი თავისი სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად - ამ გზით მომხმარებლები დაზოგავენ დროს, ენერგიას და ყურადღებას არ მოაკლებენ თავის ბიზნესს", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".

მათივე ინფორმაციით, დისტანციური მომსახურება ხორციედება "სამსუნგის" სპეციალურად ბიზნესისთვის წარმოებული პლანშეტების, Galaxy Tab Active, მეშვეობით. "სამსუნგი" ასევე ტექნოლოგიურად უზრუნველყოფს პლანშეტების დისტანციურ მართვასა და ინფორმაციულ უსაფრთხოებას. პროგრამული უზრუნველყოფა ხდება "ალტა სოფტვეარის" მიერ შექმნილი სპეციალური ანდროიდის აპლიკაციის, Mobile Loan Officer, მეშვეობით, რაც შესაძლებელს ხდის პლანშეტების მეშვეობით სესხის გაცემას.

"ვამაყობთ, რომ პირველად საქართველოში ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებლებს ინოვაციური სერვისი, რომლისთვისაც უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ვიყენებთ. ჩვენი მიზანია, საქმე, რომელსაც გუშინ ვაკეთებდით, დღეს ვაკეთოთ უკეთესად და ამ ტიპის მომსახურების შეთავაზებით, ვფიქრობთ, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას ბაზარზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, "სამსუნგსა" და "ალტა სოფტვეარს" ამ პროექტში თანმშრომლობისათვის. "თიბისი ბანკი" მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლებისთვის მათივე კომფორტსა და დროის დაზოგვაზე ორიენტირებული სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზებას", - განაცხადა "თიბისი ბანკის" დირექტორის მოადგილემ მიკროფინანსების დარგში ნიკოლოზ ქურდიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში