თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"