სარფში 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი მანქანის მძღოლი გარდაიცვალა

სარფში გუშინ, ავტომანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, ავტომობილი სოფელ სარფის გზიდან ცენტრალურ მაგისტრალზე გადავარდა. ავტომობილს 47 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

"ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ბათუმი-სარფის მონაკვეთზე სოფელ სარფის გზიდან, 100 მეტრის სიმაღლიდან, ცენტრალურ გზაზე გადმოვარდნილი იყო ავტომობილი. ჩვენი მაშველები ადგილზე დროულად მივიდნენ, მაგრამ მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები არ დაზიანებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება