სასტუმრო "არმაზის" მფლობელებმა გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელებმა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას თხოვნით მიმართეს, რომ თუკი ვინმემ რაიმე დეტალი იცის ხანძართან დაკავშირებით, განაცხადოს და დაეხმაროს გამოძიებას. როგორც ლია ართმელაძემ აღნიშნა, მას საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი აქვს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ჩემს ოჯახში დატრიალდა. არა მხოლოდ ჩემი ოჯახი და ახლობლები, მთელი ქობულეთი გამოვთქვამთ მწუხარებას. ჩვენი ერთადერთი მიზანია, ამ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც 3 ბავშვის სიკვდილი მოყვა, გაირკვეს ყველა დეტალი. ყველა პირს, თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, ვთხოვ, მოვიდეს და თქვას მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია", - აღნიშნა ლია ართმელაძემ.

ოჯახის წევრის, ჯემალ ართმელაძის განცხადებით, ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია 10 წლის განმავლობაში დადიოდა სასტუმრო "არმაზში" და მათ პრობლემები არასდროს ჰქონიათ. ჯემალ ართმელაძე მოსახლეობას ინფორმაციის მიწოდებასა და გამოძიების სწორად წარმართვაში დახმარებას სთხოვს:

"ჩემი ვერც ერთი სიტყვა ვერ მიეშველება იმ წუხილის შენელებაში, რაც იმ ოჯახებს აქვთ. მეც იმათ რიგებში ვდგავარ, მთელი ჩემი ოჯახით. ყველა ადამიანი, ვინც რაიმე იცის ამის შესახებ, უფლის წინაშე უნდა იყოს მართალი და დაეხმაროს გამოძიებას. იმედია, რომ ყველა იტყვის სიმართლეს და დადგინდება ამ საქმის ყველა დეტალი", - აღნიშნა ჯემალ ართმელაძემ.

როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მათთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ მისულან და მომხდარის გამო წუხილი არ უთქვამთ.

იხილეთ ვიდეო: ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მფლობელების სამძიმარი დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მიმართვა საზოგადოებას

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია