პაატა შავაძე - იმედი გვაქვს, ქობულეთის ტრაგედია ობიექტურად იქნება გამოძიებული

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელების ადვოკატი პაატა შაავძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ართმელაძეების მიმართ თანადგომა და წუხილი მომხდართან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ.

როგორც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ ქობულეთის ტრაგედია ობიექტურად იქნება გამოძიებული. ადვოკატის თქმით, სასტუმრო სრულად იყო ექსპლუატაციაში შესული და ამ მხრივ ბრალდებები უსაფუძვლოა.

"არ შეიძლება ეს ტრაგედია აღვიქვათ განზრახ ქმედებად. ოჯახი არის ძალიან დათრგუნული და მორალურად განადგურებული. არაფერს ვამბობთ მატერიალურ ზარალზე, მათ სამ საათში მთელი ცხოვრება დაენგრათ თავზე, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან არავის მოუკითხავს თუ რით იკვებებიან, რას იცვამენ და როგორ არსებობენ ართმელაძეების ოჯახის წევრები. თითქოს წარმოგვიდგინეს განზრახ მკვლელობა. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებებისგან. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებენ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომ ბავშვები ჩაკეტილნი იყვნენ ოთახში. თუ ვინ ჩაკეტა ისინი, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა, რომელიც დადებს დასკვნას საქმესთან დაკავშირებით და დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ხანძარი", - აღნიშნა პაატა შავაძემ

მისივე განცხადებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურები კრიტიკული სიტუაციების დროს შესაბამის რეაგირებას ვერ აკეთებენ, რაც ქობულეთში გაჩენილი ხანძრის დროს გამოჩნდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს