ნუკრი ქანთარია - წინა წლებში გამართულ აღლუმებზე იარაღის ჟღარუნი პაროდიის სახესაც კი იღებდა

უმრავლესობის წარმომადგენლის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, წლევანდელი 26 მაისის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო მშვიდობისმოყვარე , თავდაცვაზე ორიენტირებული ქვეყანაა.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "სამხედრო აღლუმებზე იარაღის ჟღარუნს პაროდიის სახე" ჰქონდა.

"90-იანი წლებიდან ძალიან ბევრი 26 მაისის მომსწრე და მონაწილე ვარ. გვახსოვს სხვადასხვა სახით აღნიშნული ღონისძიებები – მათ შორის სისხლიანი 26 მაისი, როცა ორი მიცვალებული სახურავზე იყო შემოდებული. ის რაც გუშინ ჩატარდა, ყველა წინა ღონისძიებას აღემატებოდა, რადგან იყო შინაარსიანი, ტევადი, კონკრეტული გზავნილით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ჩამოყალიბებული სახე. ერთ კონტექსტში, ერთიანობაში იყო ჯარი, ხალხი, ხელისუფლება. მესიჯი იყო ის, რომ ვართ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა, ორიენტირებული თავდაცვაზე და არა ომსა და თავდასხმაზე. წინა წლებში გამართულ აღლუმებზე იარაღის ჟღარუნი პაროდიის სახესაც კი იღებდა ხოლმე", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე შეფასებით, მნიშნვნელოვანი იყო ღონისძიებაში ქართველ ჯარიკაცებთან ერთად, ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობა.

გარდა ამისა, ქანთარიამ ისიც აღნიშნა, რომ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, როცა 26 მაისს სამინისტროები პავილიონებში მოწყობილი გამოფენებით მოსახლეობას ანგარიშს აბარებენ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს