ავჭალის არასრულწლოვანთა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და საქველმოქმედო ფესტივალ "პოემუსის" ორგანიზებით, ავჭალის არასრულწლოვანთა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში ცნობილი მომღერლები, მსახიობები და პოეტები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ნუცა ბუზალაძე, ია სუხიტაშვილი, სანდრო კაკულია, გიორგი რუხაძე და სხვები.

მათივე განმარტებით, კომპანია PSP-მ არასრულწლოვნებისთვის სასაჩუქრედ ჰიგიენური საშუალებების კომპლექტები გამოყო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ კი არასრულწლოვნებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი პაპავას განცხადებით, ცენტრი მსგავს ღონისძიებებს "პოემუსთან" ერთად უკვე ტრადიციულად მართავს.

"კიდევ ერთი ღონისძიება ჩავატარეთ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. ჩვენ ვცდილობთ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ იმ ცნობილმა ხელოვანებმა, რომლების მოსმენაც და ნახვაც სურთ ჩვენს უმცროს მეგობრებს. კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ მასპინძლებს", - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ღონისძიებას დაესწრო კომპანია PSP-ს მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული. მისი თქმით, ფარმაცევტული კომპანია სიამოვნებით შეუერთდა ამ აქციას და მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის შესახებ. მსახიობმა სანდრო კაკულიამ კი ღონისძიების ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ემოციური საღამო დაუვიწყარი იქნება.

ამ დროისთვის ავჭალის #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში 48 არასრულწლოვანი იმყოფება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში