თედო კობახიძე - ღამით სასაფლაოზე ასვლა საშინელებათა ფილმის სცენას აღარ უნდა გავდეს

ღამით სასაფლაოზე ასვლა აღარ უნდა გავდეს საშინელებათა ფილმის სცენას, - ამის შესახებ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სასაფლაოები მოეწყოს ტყე-პარკების დონეზე, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებშია, არ იყოს ჩაბნელებული და გაკეთდეს განათებები, არ იყოს ანტისანიტარიის კერა, ქვეწარმავლებით სავსე და ვინმეს თუ ღამის ორ საათზე მოუნდება სასაფლაოზე ასვლა, არ უნდა შეეშინდეს ამის. როგორც კობახიძემ განაცხადა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდეს არც ერთი მოუვლელი სასფლაო.

"არსებობს ძველი დაკეტილი სასაფლაოები, სადაც არის ანტისანიტარია. თუ რომელიმე საფლავს პარტონი არ ჰყავს, ხდება წარმოუდგენელი რამ ამ სასაფლაოზე. მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ სასაფლაოების დასუფთავება და კეთილმოწყობა. თუ ვინ განახორციელებს ამ სამუშაობს ან როგორ დარეგულირდება, ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამჟამად თვითმმართველობის დონეზე რეგულირდება სასაფლაოების გაკეთება, სასაფლაოებს შორის დაშორება და სხვა დეტალები, თუმცა შესაძლოა ეს რეგულაციებიც საკანონმდებლო დონეზე მოექცეს. როგორც კობახიძემ განმარტა, ახალ რეგულაციებში ასევე განისაზღვრება, რომ კერძო პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ სხვა სასაფლაოს, დაჯარიმდებიან.

"კერძო პირები ნაგავს ყრიან იქვე მდებარე უპატრონო საფლავზე და ეს ნაგავი გროვდება და ასევე, შეურაცხყოფას აყენებს მიცვალებულს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და დაწესდება სანქციები", - განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება