ოლიმპიური ცეცხლი უკვე ახმეტაშია

ოლიმპიური ცეცხლი უკვე ახმეტაშია

თელავის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი უკვე ახმეტაშია. ქალაქის ცენტრში ოლიმპიური სიმბოლო ახმეტელმა, საქართველოს 8 გზის აბსულუტურმა ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა ახალგაზრდა მეჩირაღდნე სპორტსმენებთან ერთად შეიტანა.

ოლიმპიური ცეცხლი ახმეტაში რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩება, რის შემდეგაც მას ვერტფრენით ყაზბეგში ჩაიტანენ და ესტაფეტა მცხეთა-მთიანეთის რაიონებში გაგრძელდება.

საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი ცეცხლი ქედაში, შუახევსა და ხულოში ჩაიტანეს. 29 მაისიდან ცეცხლმა სამხრეთ საქართველოსკენ დაიწყო მოგზაურობა. ესტაფეტის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლი ადიგენში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, თეთრწყაროში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, რუსთავში, ასევე საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელსა და გურჯაანში უკვე ჩაიტანეს.

14 ივლისამდე ოლიმპიური ცეცხლი მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს. 14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას.

26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას