"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს იმ ადგილის გადაღების საშუალება მიეცა, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა

”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა ის ადგილი გადაიღო, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. ეს არის "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწყობი.

"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებოდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

საწყობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტს იხსენებენ.

მათი ინფორმაციით, ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ მაშინ, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა.

"7 მუშა იყო შესული დასალაგებლად. იქ არის პატარ-პატარა ოთახები და ერთ-ერთი ოთახიდან გამოვარდა თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანი დაგლიჯა. დაღუპულს ყელი აქვს გამოგლეჯილი", - აცხადებენ თვითმხილველები.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები: სისხლის კვალი ადგილზე, სადაც ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს